იცით თუ არა, რომ? 13-2022

მეექვსე ყველაზე მონახულებადი ქვეყანა მსოფლიოში

1911901
იცით თუ არა, რომ? 13-2022

იცით თუ არა, რომ? 13-2022

იცით თუ არა, რომ? 13-2022-23

მეექვსე ყველაზე მონახულებადი ქვეყანა მსოფლიოში

იცითთუ არა, რომ თურქეთი მე-6 ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის?

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, თურქეთი 45 მილიონზე მეტი ვიზიტორით მსოფლიოში ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორისაა.

მდიდარი ისტორიული და კულტურული წარსულის მქონე თურქეთს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს 100-ზე მეტი ქვეყნიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ირლანდიიდან, სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან და სხვა. სამი დიდი იმპერიის დედაქალაქი სტამბოლი, მსოფლიოში ერთადერთი ქალაქი, რომელიც ორ კონტინენტზეა გადაჭიმული; ანტალია და მუღლა ღრმა ცისფერი ზღვით, ოქროს ქვიშით დაფარული პლაჟებითა და ბუნებრივი სილამაზით; ესირნე თავისი არქიტექტურითა და ისტორიით შედიან მსოფლიოს 100 ყველაზე მონახულებად ქალაქს შორის.

თურქეთში აქტივობები ტარდება ტურიზმის ყველა სფეროში, როგორებიცაა ზაფხულის ტურიზმი, ზამთრის სპორტული სახეობები, ბუნების, კულტურის, რწმენის, სპორტულ, სამედიცინო და კონგრეს ტურიზმში. თურქეთი, რომელიც ასევე დიდი ისტორიული საგანძური მქონეა და სადაც მრავალი ცივილიზაცია დაიბადა და ბატონობდა უძველესი დროიდან დღემდე, თავისი კულტურული სიმდიდრით მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა. თურქეთიდან 19 მემკვიდრეობის ძეგლია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი, რომელთაგან 17 კულტურული და 2 შერეულია. მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაში შესულია თურქეთის 84 ძეგლი, აქედან 77 კულტურული, 4 შერეული და 3 ბუნებრივი.


საკვანძო სიტყვები: #ტურიზმი , #თურქეთი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები