გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 10-2022

სილივრის იოგურტი

1904233
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 10-2022

სილივრის იოგურტი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 10-2022         

ილქერ თაშქინ

სილივრის იოგურტი

„სილივრის იოგურტი“ (მაწონი), რომელიც სტამბოლის  სილივრის რაიონის სახელს ატარებს და 1870 წლით თარიღდება, 2021 წელს, მუნიციპალიტეტის განცხადებით, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. სილივრის იოგურტი  არის მოყვითალო, სქელი იოგურტი სქელი კრემის ფენით. იგი დამზადებულია ძროხის, ცხვრის და კამეჩის რძის ნარევით. ტრადიციულად, სილივრის იოგურტი იწარმოება ამ მიზნით აშენებულ იოგურტის სახლებში, რომელიც შედგება ორი ცალკეული ნაწილისგან, სახელწოდებით „Karavana Ocakları“, სადაც რძე მზადდება და ხდება დუღილი. რძე, რომელიც მზადდება წარმოების ადგილზე და მჟავიანობის ტესტირებაც ტარდება, შემდეგ გადააქვთ ქვაბებში. რძეს პასტერიზებენ 90°C 150 წუთის განმავლობაში სპეციალური ხის კოვზით გამუდმებით რევით, რომ არ დაიკროს. რძე, რომელსაც შემდეგ გადააქვთ პატარა თიხის ქოთნებში, ათავსებენ უჟანგავი ფოლადის დიდ ქარავნებში. ქარავნების შიგნიდან დაფარულია წყალი. ამ შემთხვევაში საფუარი შეჰყავთ რძის ჭურჭელში, რომელიც ექვემდებარება მეორე გაცხელებას, სახელწოდებით „არაჟნის კრემი“. სილივრის იოგურტი, რომელიც 3-4 საათში მზადდება შემდეგ გადააქვთ გამაგრილებელ განყოფილებაში, რათა მისი ტემპერატურა 2 გრადუსამდე დაეცეს. თიხის ქოთნებში სათითაოდ დადუღებული იოგურტი, იმავე ქოთნებით იყიდება.

 



მსგავსი ინფორმაციები