ანატოლიის კულტურული საგანძურები 49-2022

ჰიპოდამოსი

1863664
ანატოლიის კულტურული საგანძურები 49-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 49-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ჰიპოდამოსი

ხალხმრავლობა, საცობი, ქაოსი და აურზაური... გაქვთ ადგილი, რომელიც გახსენდებათ ამ სიტყვების გაგონებაზე? ადამიანების უმეტესობის მსგავსად, თქვენც ფიქრობდით ქალაქებზე. სამწუხაროდ, დღევანდელ ქალაქებში ცხოვრება სწრაფი ტემპით იზრდება. ქალაქის ფართო გავრცელების გამო, ხალხი ერთი ადგილიდან მეორეზე მიღწევას ცდილობს. ქალაქები გეგმის ფარგლებში უნდა განვითარდეს. მაშინ, როდესაც შეიძლება ქალაქი გეგმის ფარგლებს გასცდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, სწორედ მაშინ იწყება ქაოსი.

თუ როგორი უნდა იყოს ქალაქების განაშენიანება, უძველესი დროიდან ადამიანები ამაზე სულ ფიქრობდნენ. იმ პერიოდის ცნობილი მოაზროვნეები, პლატონი და არისტოტელე ნათლად გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს ამ თემაზე. გამოთქვამენ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ სად და რა პრინციპებით უნდა დაარსდეს ქალაქი. რადგან, მათი თქმით, იდეალურ საზოგადოებამდე მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია დაგეგმილი ქალაქი. პირველად ქალაქის ურბანული გეგმა, აღმოსავლეთის ელინურმა ცივილიზაციამ გამოიყენა. პირი, ვინც აღმოაჩინა და გამოიყენა ეს მოდელი, არის ჰიპოდამოსი მილეტელი ანუ აიდინელი.

ურბანული გეგმა მართი კუთხით გადაკვეთილი სწორ ქუჩებიანი მარტივი, მაგრამ ფუნქციონალური გეგმაა, რომელსაც „ბადე“ ეწოდებოდა. „ქსელის ფორმის ქალაქის გეგმა“, რომელიც ევროპისა და ამერიკის ბევრ ქალაქში დღესაც გამოიყენება, აღიარებულია როგორც ერთ-ერთი მთავარი ურბანული გეგმა. დღევანდელ პროგრამაშიც სწორედ, რომ ჰიპოდამოსზე და პირველ ურბანულ გეგმაზე გვსურს გავამახვილოთ ყურადღება. მზად ხარ 2500 წლის უკან დასაბრუნებლად?

მილეტი ანუ დღევანდელი აიდინი, რომელიც ცნობილია როგორც ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების დედაქალაქი, იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელინური ქალაქი. თალესი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ანტიკურობის შვიდი ბრძენიდან პირველი, იყო მილეტელი. თალესმა და მისმა სტუდენტებმა ამ ქალაქში საფუძველი ჩაუყარეს პოზიტიურ მეცნიერებასა და ფილოსოფიას. ისინი გახდნენ „მილეტის სკოლის“, პირველი ცნობილი ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, ეს დიდებული და მარადიული ქალაქი განადგურდა სპარსეთის შემოსევის შედეგად, რომელმაც გაანადგურა ანტიკურობა. სპარსელების მიერ მიყენებული დიდი ზიანის შემდეგ ქალაქი ახალი გეგმის მიხედვით აღადგინეს. ეს იყო გეგმა, რომელიც ერთმანეთს სწორი კუთხით კვეთს და შენობების მართკუთხა უბნებზე აშენების საშუალებას იძლევა. ეს იყო ჰიპოდამოსი მილეტელი, რომელმაც პირველად განახორციელა გეგმა სახელწოდებით „ბადე“. ამ ტიპის გეგმა პრაქტიკაში ამოქმედდა ბევრ ქალაქში, რადგან ის მარტივი და ფუნქციონალურია. ასობით წლის შემდეგაც კი, იგი გახდა ურბანული დაგეგმარების ერთ-ერთი სასურველი მოდელი. უბრალოდ იფიქრეთ ბარსელონასა და მანჰეტენზე, რათა წარმოიდგინოთ ქსელის ურბანული გეგმა. რადგან ეს ცნობილი დასახლებები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აშენდა ჰიპოდამოსის მიერ 2500 წლის წინ შემუშავებული გეგმის მიხედვით.

ჰიპოდამოსი ცნობილია როგორც არქიტექტორი, მათემატიკოსი, ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი. თუმცა, მილეტში მის მიერ განხორციელებული ქალაქის გეგმის გამო, იგი ცნობილია როგორც მსოფლიოში პირველი ქალაქის განაშენიანების დამგეგმარებელი. ჰიპოდამოსის გეგმის მაგალითს სამყარო იღებს. რადგან სამყარო სრულყოფილ ჰარმონიასა და წესრიგშია. ანტიკური პერიოდის „იდეალის მიღწევის“ იდეა მოქმედებს როგორც ქალაქებისთვის, ასევე ყველა სხვა საგნისთვის. სამყაროს მოდელი, რომელშიც ყველაფერი გარკვეულ გეომეტრიულ წესრიგშია და ერთმანეთთან ჰარმონიაშია, იდეალურია ჰიპოდამოსისთვის. ასე იმარჯვებს წესრიგი ქაოსზე.

ჰიპოდამოსის აზრით, იდეალური ქალაქი რეგულარულად და დემოკრატიულად უნდა დაიგეგმოს. ამიტომ ის ქალაქს კვადრატებად და მართკუთხედებად ყოფს. ის თავის გეგმაში იცავს თანასწორობის პრინციპს. ამიტომ ქალაქში აგებულ სახლებს ერთნაირი გეგმა აქვთ და ერთნაირი ფორმის ნაკვეთებზეა აგებული. მმართველ კლასებზე მიკუთვნებული სტრუქტურები არაფრით განსხვავდება სხვებისგან. ჰიპოდამოსი იმავე პრინციპს იცავს საზოგადოებრივ და რელიგიურ შენობებში, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა. ამრიგად, იგი ავლენს მოწესრიგებულ ქალაქის გეგმას, რომელიც შეიძლება სისტემატურად განმეორდეს. ბადის გეგმის მოდელით აღკვეთილია ქალაქების დაუგეგმავი ზრდა, სერვისების მოშლა და სახელმწიფოს კონტროლის შემცირება.

უძველესი დროიდან მოაზროვნეები და სახელმწიფო მოღვაწეები ფიქრობდნენ დაგეგმილ და მოწესრიგებულ ქალაქებზე. პირველი ადამიანი, ვინც ამას მიაღწია, გახლდათ ჰიპოდამოსი მილეტელი. ის ახორციელებს თავის შემუშავებულ მოდელს იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობს. მილეტი ხდება ანატოლიის პირველი დაგეგმილი ქალაქი. ამ მოდელით, რომელიც შესაფერისია განმეორებადი სისტემისთვის, სირთულის აღმოფხვრა და ქალაქები მოწესრიგებული ხდება. ცნობილია, რომელი შენობები სად და რა ფართი დაეთმობა ამ სტრუქტურებს. ამგვარად, შემთხვევითი და უკონტროლო დასახლებები აღკვეთილია და იწყება რაციონალური და ფუნქციონალური ურბანიზაცია. ის ასევე საშუალებას აძლევს სახელმწიფოს გააკონტროლოს კერძო საკუთრებაში არსებული მიწა. გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია ქალაქის დაპროექტება მომავალი საჭიროებებისა და ქალაქის მოსახლეობის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქსელის გეგმას. ისინი ამტკიცებენ, რომ ის ქალაქებს უსულო და იდენტურ სივრცეებად აქცევს. ჰიპოდამოსის მიერ შემუშავებული გეგმა, უპირატესობას ყოველთვის ადამიანებს ანიჭებს.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში ჰიპოდამოსზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...  

 



მსგავსი ინფორმაციები