მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 36-2022
თმის ქერტლის მოშორების ბუნებრივი მეთოდები
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 36-2022
გადაცემა მომზადებულია ექიმ მეჰმედ უჩარის მიერ
თმის ქერტლის მოშორების ბუნებრივი მეთოდები
დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ სხვადასხვა რეკომენდაციებს ქერტლის მოცილების ბუნებრივი მეთოდების შესახებ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საბოლოო დიაგნოზისა და მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ქერტლი არის გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც იწვევს კანის აქერცვლას თავის კანზე.
ქერტლის ძირითადი მიზეზი არის სებორეული დერმატიტი, მდგომარეობა, რომელიც კანს ცხიმიანს, წითელ და ქერცლიანს ხდის.
ქერტლის გამომწვევი სხვა მიზეზებია:
• თმის რეგულარულად და კარგად არ დაბანა;
• არაჯანსაღი კვება, ვიტამინის დეფიციტი,
• კანის დაავადებები, როგორიცაა ფსორიაზი და ეგზემა,
• გელისა და თმის მოვლის საშუალებების ხშირი გამოყენება,
• ცივ და მშრალ ჰაერზე ყოფნა;
• შამპუნის გამოყენების შემდეგ სათანადოდ არ ჩამობანა;
• სეზონური გადასვლები,
• შამპუნის შეცვლა,
• თმის ხშირი ან ნაკლებად დაბანა,
• უხარისხო თმის საღებავები,
• არატენიანი გარემო, ცივი ან ძალიან ცხელი გარემო,
• ჰორმონალური პრობლემები, როგორიცაა პუბერტატი, სტრესი, მენოპაუზა,
• სკალპზე ბაქტერიებისა და სოკოების წარმოქმნა.
ქერტლის მოშორების ბუნებრივი გზები:
ლიმონის წვენი:
ლიმონის წვენის თავის კანზე გამოსაყენებლად, ჯერ დაიბანეთ თმა რბილი შამპუნით. ტენიან თმაზე წაისვით ლიმონის წვენი და თითებით შეიზილეთ. ნახევარი საათი გაიჩერეთ, დაიბანეთ თმა რბილი შამპუნით და კარგად ჩამოიბანეთ. მნიშვნელოვანია თმა კარგად ჩამოიბანოთ, რადგან თუ მზეზე გახვალთ თმით, რომელსაც ლიმონის წვენი აქვს შერჩენილი, თმის ძირები გაღიავდება. ლიმონი ასუფთავებს თავის კანს, აშორებს ზედმეტ ცხიმს და ამაგრებს ძირებს.
ყვავილების ეთერზეთები: ასევე სასარგებლოა მასაჟი ყვავილების ეთერზეთებით სკალპის დასატენიანებლად.
ვაშლის ძმარი:
ძმარი თავისი ანტიბაქტერიული თვისებით შეიძლება გამოვიყენოთ სკალპზე გაღიზიანების საწინააღმდეგოდ, მკვდარი კანის გასაწმენდად და იმისთვის, რომ თმის ძირებს სუნთქვის საშუალება მისცეთ. 1 ჭიქა წყალს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი და გამოიყენეთ შამპუნივით. ნარევი თმის ძირებში კარგად შეიზილეთ.
კიდევ ერთი ალტერნატივა: თასი აავსეთ წყლით და შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი ნატურალური ვაშლის ძმარი. აბაზანიდან გამოსვლამდე ბოლოს თმებზე ეს წყალი გადაივლეთ.
ნატურალური ზეთები
შამპუნში, რომელსაც ყოველთვის იყენებთ, შეგიძლიათ დაამატოთ 20 წვეთი პიტნის ეთერზეთი და თმა ისე დაიბანოთ.
Ზეითუნის ზეთი:
შეგიძლიათ მასაჟი გაიკეთოთ ზეითუნის ზეთით.
ჭინჭარი:
მწიკვი ჭინჭარი ჩაყარეთ 750 მლ მდუღარე წყალში და ადუღეთ 2-3 წუთის განმავლობაში.
თბილი ნარევი გაფილტრეთ. გადაივლეთ სუფთა თმაზე, გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ.
თუ თმა ჭუჭყიანია, ჯერ დაიბანეთ შამპუნით ან საპნით. შემდეგ ეს ნარევი გადაივლეთ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და გაიშრეთ.
ლავანდა:
მდუღარე წყალში ჩაყარეთ მწიკვი ლავანდა, 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. გადმოდგით გაზქურიდან და დატოვეთ გასაცივებლად. გაციებული ლავანდის წყლით დაიბანეთ თმა, გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ.
ქოქოსის ზეთი:
შხაპის მიღებამდე ქოქოსის ზეთი თავის კანზე შეიზილეთ. შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ ნახევარი საათით, დაივარცხნეთ თმა ჯაგრისით. შემდეგ შეგიძლიათ მოიცილოთ ზეთი თმიდან თბილი წყლით და შამპუნით.
მას ასევე შეუძლია შეამციროს ქერტლისა და ეგზემის ნიშნები კანის ტენიანობის გაზრდით.
Ჩაის ხის ზეთი:
ჩაის ხის ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება მგრძნობიარე კანზე. ამიტომ, გამოყენებამდე ის ქოქოსის ზეთის მსგავი ზეთებით უნდა განზავდეს.
მინერალური წყალი:
თმის დაბანის შემდეგ მინერალური წყლით მასაჟი გაიკეთეთ. 5 წუთი დაელოდეთ და ჩამოიბანეთ.
თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს:
• D ვიტამინი და კვების ჩვევების მოწესრიგება უზრუნველყოფს ქერტლის შემცირებას. მაგალითად, შეამცირეთ ჩაის, ყავის, კოფეინირებული და გაზიანი სასმელების მოხმარება.
• მიირთვით ბევრი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და ახალი ხილი.
• მნიშვნელოვანია, რომ დღეში 2,5-3 ლიტრი წყალი დალიოთ.
• შეზღუდეთ შაქრიანი საკვების მიღება.
• მოერიდეთ თმის მოვლისა და ისეთი კოსმეტიკური საშუალებების მოხმარებას, რომლებიც შეიცავს მძიმე ქიმიკატებს.
• არ გამოიყენოთ მძიმე შამპუნები, თმის სპრეი, გელი, ფენი, სახვევი უთო ან გამოიყენეთ რაც შეიძლება ნაკლებად.
• განსაკუთრებით ინტენსიური ქერტლის პერიოდში, აუცილებელია თავი აარიდოთ პროცედურებს, რომლებიც ძალიან აშრობს თავის კანს.