იცით თუ არა, რომ? 12-2021

"მზარეულების ქვეყანა" მენგენი

1740186
იცით თუ არა, რომ? 12-2021

იცით თუ არა, რომ? 12-2021

იცით თუ არა, რომ ბოლუს რაიონ მენგენს "მზარეულების ქვეყანას" უწოდებენ?

ბოლუს მენგენის რაიონში, რომელსაც „მზარეულების ქვეყანასაც“ უწოდებენ, ოსმალეთის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე უამრავი მზარეული აღიზარდა და ისინი მსოფლიოს 7 კონტინენტზე მუშაობენ... მენგენის სამზარეულოს ისტორია ოსმალეთის სასახლის სამზარეულოს ეფუძნება. ცნობილია, რომ გემრიელი კერძების მოყვარული სულთნებიდან ყველაზე ცნობილმა აჰმედ I-მა, რომელიც ტახტზე ავიდა 1604 წელს, იყო პირველი სულთანი, რომელმაც მენგენიდან მზარეულები თოფქაფის სასახლეში მიიყვანა.

ოსმალეთის სასახლეებში დაწყებული კულინარიული თავგადასავალი რესპუბლიკის პერიოდში აღზრდილი მზარეულებით გაგრძელდა და მენგენის შეფ-მზარეულები მსოფლიო ლიდერების სამზარეულოშიც შევიდნენ. მუსტაფა ქემალ ათათურქის თაოსნობით თითქმის ყველა პრეზიდენტის შეფ მზარეული მენგენელი გახლდათ. მსოფლიოს 5 საუკეთესო სკოლიდან ერთ-ერთ მენგენის სკოლაში, რომელიც თურქეთში გახსნილი პირველი კულინარიული სკოლაა, აღზრდილ შეფ-მზარეულებს უპირატესობას ანიჭებენ უცხო სახელმწიფო სტუმრების მასპინძლობისთვის. დღეს მენგენის შეფ-მზარეულებს და მათ უგემრიელეს კერძებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკაში, აფრიკაში და შორეულ აღმოსავლეთშიც კი შეიძლება შეხვდეთ.



მსგავსი ინფორმაციები