თურქული სამზარეულო 32/2019

„მწვანე ლობიო ზეითუნის ზეთით“

1264448
თურქული სამზარეულო 32/2019

 

„მწვანე ლობიო ზეითუნის ზეთით“

ჩვენს დღევანდელ გადაცემაში „ზეითუნის ზეთით მომზადებული მწვანე ლობიოს“ რეცეპტს შემოგთავაზებთ. წინა გადაცემებშიც მოგახსენეთ, რომ თურქულ სამზარეულოში უხორცოდ, ზეითუნის ზეთით მომზადებულ კერძებს, რომელთაც უმთავრესად ოთახის ტემპერატურაზე მიირთმევენ, „ზეითუნის ზეთიან კერძს“ უწოდებენ ანუ ეს სახელი იმას კი არ მიუთითებს რომელი ზეთით მზადდება კერძი, არამედ მის სახეობას. თითქმის ყველა ბოსტნეულით და პარკოსანი მცენარით არის შესაძლებელი ზეითუნის ზეთიანი კერძის მომზადება. თურქულ სამზარეულოში ზეითუნის ზეთიანი კერძები მთავარი კერძი არ გახლავთ, ისინი აპერატივად გამოიყენება. 

„ზეითუნის ზეთიანი მწვანე ლობიოს“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

½ კილოგრამი მწვანე ლობიო

2 ცალი საშუალო ზომის წვრილად დაჭრილი ხახვი

4 ცალი საშუალო ზომის გახეხილი პომიდორი

½ წყლის ჭიქა ზეითუნის ზეთი

2-3 კბილი ნიორი

½ წყლის ჭიქა წყალი

შაქარი

მარილი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე. თავდაპირველად ლობიო გარეცხეთ, დანით ბოლოები და თუ აქვს ფხები მოაცალეთ და სიგრძეზე  ორად გაჭერით. ქვაბის ძირზე ცოტა ხახვი მოაყარეთ, ზემოდან ცოტა ლობიო დააწყვეთ და ასევე ცოტა გახეხილი პომიდორი მოასხით. შემდეგ ისევ ხახვი, ლობიო და პომიდორი ფენა-ფენა მოაყარეთ. ქვაბში სულ ბოლოს წვრილად დაჭრილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, შაქარი და მარილი დაამატეთ. ½ წყლის ჭიქა წყალი დაასხით, თავსახური დააფარეთ და დაბალ ცეცხლე 20-30 წუთი ხარშეთ. ლობიო რომ მოიხარშება გადმოდგით და სუფრასთან ოთახის ტემპერატურაზე გაგრილებული ან ცივი მიიტანეთ. ისე როგორც თითქმის ყველა ზეითუნს ზეთიანი კერძი, ზეითუნის ზეთიანი მწვანე ლობიოც მომზადებიდან მეორე დღეს უფრო გემრიელი იქნება. შეგერგოთ!

 



მსგავსი ინფორმაციები