თურქული სამზარეულო 13/2019

„კომშის დესერტი“

1183802
თურქული სამზარეულო 13/2019

თურქული სამზარეულო 13/2019

 

„კომშის დესერტი“

დესერტს თურქულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უკავია. როდესაც თურქული ტკბილეული და დესერტი გვესმის, ყველას ბაქლავა გვახსენდება, მაგრამ თურქეთში ასევე ფართოდაა გავრცელებული რძისა და ხილისგან დამზადებული ტკბილეულობაც. რძისგან მომზადებულ დესერტს ცივად მიირთმევენ და მას უპირატესობას ცხელ ამინდში ანიჭებენ. ხილისგან დამზადებულ ტკბილეულობას კი ყველა სეზონზე მიირთმევენ. თუმცა ხილისგან დამზადებული დესერტი სეზონის მიხედვით იცვლება. ზამთარში უფრო მეტად კომშის, ვაშლის, მსხლის მსგავს ხილს ან გოგრას იყენებენ, ზაფხულში კი ატმის, ჭერამის, ლეღვის მსგავსი ხილი გამოიყენება. დღეს ხილისგან დამზადებული „კომშის დესერტის“ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

 

კომშის დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

3 ცალი კომში

½ წყლის ჭიქა შაქარი

1 ცალი დარიჩინის ჩხირი

5 ცალი ხმელი მიხაკი

1 ცალი ლიმონი

1 ½ წყლის ჭიქა წყალი

3 კოვზი ნაღები ან კრემი

 

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე

პირველ რიგში ღრმა თასში წყალი ჩაასხით და ლიმონი ჩააწურეთ. კომში შუაზე გაჭერი, გული კურკებთან ერთად ამოაცალეთ და გათალეთ. ამოღებული კურკები ცალკე მოაგროვეთ, რადგანაც მომზადების დროს დესერტისათვის ფერის მისაცემად დაგჭირდებათ. გათლილი კომში იმისათვის, რომ არ გაშავდეს და ფერი არ შეიცვალოს ლიმონიან წყალში ჩააწყვეთ. ყველას რომ გათლით, კომში ქვაბში ჩააწყვეთ ისე, რომ შუა გული ზემოთ მოექცეს. დარიჩინის ჩხირი, ხმელი მიხაკები და კომშის კურკები ქვაბში ჩაამატეთ. კომშზე შაქარი თანაბრად დააყარეთ. ჩაამატეთ წყალი, თავსახური დაახურეთ და წყლის ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე, ადუღების შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე 1-1,5 საათი ხარშეთ, სანამ კომში არ მოიხარშება. მოხარშული კომში სერვისის თეფშზე გადმოიტანეთ და გააცივეთ. გაციებულ კომშზე ჯერ ქვაბში დარჩენილი სიროფი დაასხით შემდეგ კი ½ კოვზი ნაღები ან კრემი დაამატეთ და სუფრასთან ისე მიიტანეთ.

შეგერგოთ!



მსგავსი ინფორმაციები