თურქეთის 180 წლიანი ისტორიის მქონე ადგილობრივი არჩევნები

თურქეთის 180 წლიანი ისტორიის მქონე ადგილობრივი არჩევნები

1163531
თურქეთის 180 წლიანი ისტორიის მქონე ადგილობრივი არჩევნები

აქტუალური თემის ანალიზი 11/2019

თურქეთის 180 წლიანი ისტორიის მქონე ადგილობრივი არჩევნები 

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

 

თურქეთში 2019 წლის 31 მარტს ახალი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი კანდიდატები არჩევნებში გამარჯვებისთვის მუშაობას განაგრძობენ. ამ გადაცემაში მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები არჩევნების და ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობის შესახებ.

 

თურქეთში პირველი ადგილობრივი მეჯლისის არჩევნები, თანზიმათის ფერმანიდან ერთი წლის შემდეგ 1840 წელს ჩატარდა. პროფესორ მეჰმეთ ალკანის განცხადებით, ადგილობრივი მეჯლისის წევრების ასარჩევად ჩატარებული ეს არჩევნები პირველი ადგილობრივი არჩევნებია თურქეთის ისტორიაში. ამ არჩევნების ერთ-ერთი მახასიათებელია ის არის რომ ის პირველი პირდაპირი დემოკრატიის  მაგალითია. ამგვარად, ოსმალეთის იმპერიის მუსლიმი და არა მუსლიმი მოსახლეობა არჩევნებს გაეცნო. სტამბოლის მერია 1855 წელს, ბეიოღლუს მე-6  მუნიციპალიტეტი 1855 წელს დაარსდა. 1860-იანი წლების შემდეგ ოსმალეთის პერიოდში ქალაქებში მუნიციპალური საბჭოები სულ უფრო პოპულარული გახდა. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული პირველი რეგულაცია კი 1868 წელს გამოცემული “Dersaadet İdarei Belediye nizamnamesi”-ია.

რესპუბლიკის პერიოდში პირველი ადგილობრივი არჩევნები 1930 წელს ჩატარდა. 2019 წელს გასამართი ადგილობრივი არჩევნები 1930 წლიდან დღემდე  რესპუბლიკის პერიოდის მე-19 ადგილობრივი არჩევნები იქნება. ეს არის 1950 წელში მრავალპარტიულ დემოკრატიაზე გადასვლიდან მე-14 არჩევნები.

საპრეზიდენტოსისტემაზე გადასვლისშემდეგპირველიადგილობრივიარჩევნებიდაპირველიადგილობრივიალიანსისარჩევნები

როგორც ჩანს, თურქეთის 180 წლიანი ადგილობრივი არჩევნების ისტორია ბევრი ქვეყნის ისტორიაზე უფრო ძველია. ამასთანავე ყველა არჩევნებს თან მოაქვს მისთვის დამახასიათებელი პირობები, განსხვავებები და ინოვაციები.

ეს ადგილობრივი არჩევნები არის პირველი 2017 წელს რეფერენდუმით საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ. ეს არჩევნები ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.  

ადგილობრივი არჩევნების კიდევ ერთი მახასიათებელი ისაა, რომ ახლა შესაძლებელი გახდა საარჩევნო ალიანსების დამყარება, რომლებიც ადრე აკრძალული იყო. ამ ჩარჩოებში რესპუბლიკურ ალიანსსა და ეროვნულ ალიანსში  შემავალი პარტიები არჩევნებში ალიანსის გზით მონაწილეობენ. ალიანსში შემავალი პარტიები, შეთანხმებულ ადგილებში მხარს უჭერენ ერთმანეთის კანდიდატებს და აქ თავიანთ კანდიდატებს არ ასახელებენ.

პარტიებისათვის ალიანსის შექმნის შესაძლებლობის მიცემა დემოკრატიული არჩევანის გაკეთების აკრძალვიდან გამოსვლის კუთხით დადებითი მოვლენაა. თუმცა ნაკლოვანებაა, რომ მხარეებს არ შეუძლიათ ალიანსის საკუთარი იდენტობით და ემბლემებით განხორციელება და მათი ბიულეტენებში შეტანა. ამან შეიძლება შეამციროს პარტიის წევრების აქტიური მუშაობა და ამომრჩეველთა პოლიტიკური მონაწილეობა. საპარლამენტო არჩევნებში ალიანსის დაშვების შესახებ საკანონმდებლო საქმიანობის დროს ეს მოსაზრება გავაზიარე: კანონმდებლობა უნდა მომზადდეს ისე, რომ იგი ადგილობრივი არჩევნებისთვისაც მოქმედებდეს. პარტიები, რომლებსაც სურთ ალიანსის ქოლგის ქვეშ საკუთარი ემბლემით და სახელით ჩაერთოს არჩევნებში. ალიანსში შემავალი პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ერთად იქნას დათვლილი. თუ ალიანსი ერთ ადგილზე ხმების დიდ რაოდენობას მიიღებს, მაშინ გამარჯვებულად ჩაითვალოს ალიანსში ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი. ეს ან მსგავსი მეთოდები, რომლებითაც პარტიები არჩევნებში საკუთარი ემბლემებითა და კანდიდატებით შევლენ, მაგრამ ალიანსსაც დაუშვებს, უზრუნველყოფს პარტიების წევრების და ამომრჩევლების უფრო აქტიურ მონაწილეობას.

ადგილობრივიარჩევნებისმნიშვნელობა

ის, რომ არჩევნეშბი უფრო რბილ გარემში შევდივართ, ნორმალიზაციის გაგრძელბაა: მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა, წინა არჩევნებთან შედარებით უფრო ნეკლები საარჩევნო კლიმატი ფიქსირდება. შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო სისტემის შემრიგებლურმა ეფექტმა გარკვეულწილად ამ შედეგზე გავლენა მოახდინა. მეორეს მხრივ, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მიერ წამოწყებული ციფრული საარჩევნო კამპანია არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არჩევნები ნაკლებად ჩანს. წარსულში, მანქანების კოლონების, საყვირის ხმების და პლაკატების გამო, რომლითაც გადაჭრელებული იყო ქუჩები, ყველაზე არადაინტერესებულმა პირებმაც კი იცოდნენ, რომ არჩევნები ტარდებოდა. ახლა კი ყოველდღიურ ცხოვრებაში არჩევნები ძველებურად შესამჩნევი აღარ არის.

საარჩევნო კამპანიის ნაკლებად მკაცრ გარემოში მიმდინარეობა, კამპანიის ეკოლოგიურად ჩატარება, საარჩევნო სამუშაოების ქუჩებიდან ციფრულ გარემოში გადასვლა, თურქეთში ნორმალიზაციის გრძელდებად შეიძლება მივიჩნიოთ. საპრეზიდენტოსისტემის / სტაბილურობისარსებობა: თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ესესაა საპრეზიდენტო სისტემაზე გადავიდა. ყოველი დიდი ცვლილება გარკვეულწილად გაურკვევლობასა და უკმაყოფილებას ქმნის. რადიკალური ცვლილებები და გარდაქმნები შესაძლებელია ამ გაურკვევლობებისა და უკმაყოფილების მოგვარებით დაარა უკან დაბრუნებით. 2019 წლის არჩევნები რომ არა საპრეზიდენტო სისტემის შემდეგომი პირველი არჩევნები, არამედ სისტემის დამკვიდრების შემდგომი პირველი არჩევნები ყოფილიყო, არჩევნების შედეგები შესაძლოა არ ყოფილიყო ასოცირებული საპრეზიდენტო სისტემასთან. მაგრამ არსებულ ვითარებაში, ოპოზიციური ბლოკის ხმების გაზრდას, შესაძლოა ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო სისტემაზე კამათის განახლება მოჰყვეს. ეს არჩევნები საპრეზიდენტო სისტემისა და სტაბილურობის კუთხით მნიშვნელოვანია.

გარე ელემენტების მოლოდინი: 28 თებერვალი, 27 აპრილი, ერგენეკონის გადატრიალების მცდელობა, გეზი, 17/25 დეკემბერი, 15 ივლისი, ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი გადატრიალების მცდელობებია. ამ მცდელობებიდან თითქმის არც ერთი არ აიხსნება მხოლოდ თურქეთში განვითარებული მოვლენებით. 2000-იან წლებში დემოკრატიზაციისათვის და გარე ძალების გავლენის  აღმოფხვრისთვის ბრძოლამ დიდწილად მიზანს მიაღწია. მათი შიდა მეურვეების დაშლამ ეროვნული ნების წინაშე არსებული დაბრკოლებები უმეტესწილად აღმოფხვრა. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ შიდა მოვლენისა, ვერ ვიტყვით რომ გარე ელემენტებმა თავიანთ ზრახვებზე უარი თქვეს. იმისათვის, რომ გარე მოთამაშეებმა შიგნით საკუთარი ინტერესების გამტარებლების შექმნა ვერ მოახერხონ და მხოლოდ ეროვნული ნების წარმომადგენლებთან ჰქონდეთ საქმე, უაღრესად მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო სისტემის დამკვიდრება და სტაბილურობის შენარჩუნება. გაურკვევლობა და ქაოსი ისევ იმედს მისცემს გარე ძალებს. რაც არ უნდა იყოს არჩევნების მნიშვნელობა, თითოეული არჩევანი ახალი არჩევანია. ამ მიმართულებით მუშაობენ პოლიტიკური პარტიებიც. ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, მმართველი პარტია უფრო აქტიურია. ხელისუფლებაში ყოფნის ამდენი წლის შემდეგ, მმართველმა პარტიამ ყველა არჩევნებში გამარჯვებისთვის დასახული მიზნები უნდა გაზარდოს. როგორც ყველა არჩევნებში, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალური თავმჯდომარე და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავაც ყველაზე მეტ ქალაქში ჩასული, ყველაზე მეტ მიტინგში მონაწილე, ყველაზე მეტი პროექტის განმხორციელებელი ლიდერია.

მისი პარტიის შექმნის შემდეგ როგორც ყველა არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა კარგად იცის, რომ მოქალაქესთან შეხების, მათი გულების მოგების გარეშე ვერც ერთი არჩევნები ვერ იქნება მოგებული. 



მსგავსი ინფორმაციები