9 მაისი ისტორიაში

9 მაისი ისტორიაში

267651
9 მაისი ისტორიაში

9 მაისი ისტორიაში

1805 წლის 9 მაისს გერმანული ლიტერატურის ცნობილი წარმომადგენელი ფრიდრიხ შილერი, 45 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. გერმანიაში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში წარმოქმნილი რომანტიული ფილოსოფიის მიმდინარეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად აღიარებული შილერი თანამედროვე გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი შემქმნელია. მწერალს, რომელმაც 1802 წელში წოდებრივი მდგომარეობა მიიღო, ეკუთვნის ისეთი ნაწარმოებები როგორებიცაა ვერაგობა და სიყვარული, ორლეანელი ქალწული, ყაჩაღები, ფიესკოს შეთქმულება გენუაში და სხვა.

1942 წლის 9 მაისს თურქული არქიტექტურული სტილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემქმნელი, ვედათ თექი, სტამბოლში გარდაიცვალა. იგი არქიტექტურული განათლების პარიზში მიღების შემდეგ 1898 წელში სტამბოლში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო. ერთი პერიოდი ხელოვნების სკოლა Sanayi-i Nefise Mektebi-ში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი თურქული არქიტექტურის ნაციონალიზაციას ცდილობდა და მან სტამბოლში ათობით ნაგებობა ააგო. მათ შორისაცაა ზიჰნი ფაშას სახელობის მეჩეთი, ჯემილ თოპუზლუს კოშკი და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მეორე შენობა, რომელიც ანკარაში ულუსზე მდებარეობს.

1945 წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირსა და მოკავშირეებს უპირობო კაპიტულაცია გამოუცხადა და ეს დღე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ აღინიშნება.

1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა რეზოლუცია გამოაქვეყნა, რომლითაც საფრანგეთს, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების გაერთიანებისაკენ მოუწოდა. ამით პირველად იქნა წამოყენებული გაერთიანებული ევროპის იდეა და საძირკველი ჩაეყარა ევროკავშირს. ეს დღე 1985 წელს მილანის სამიტზე „ევროპის დღედ“ გამოცხადდა. შუმანის დეკლარაციად ცნობილ განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ მეორე მსოფლიო ომისაგან დაღლილ და დასუსტებულ კონტინეტს სამხედრო და ეკონომიკური კუთხით გაზრდისათვის სწორი ორგანიზება სჭირდებოდა.

1978 წლის 9 მაისს იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრებიდან ალდო მოროს ცხედარი რომში ერთ-ერთ ავტომობილში იქნა აღმოჩენილი. იგი 16 მარტს იტალიური მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია წითელი ბრიგადების მიერ იქნა გატაცებული და მის დახსნას პოლიცია ორ თვის მანძილზე ცდილობდა. იმის გამო, რომ ტერორგანიზაციის მოთხოვნები არ შესრულდა, ალდო მორო წითელი ბრიგადების წევრებმა მოკლეს.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მაისი

მსგავსი ინფორმაციები