ენერგეტიკული დღის წესრიგი 26-2024

მზის ენერგია წყლის ზედაპირზე

2154647
ენერგეტიკული დღის წესრიგი 26-2024

ენერგეტიკული დღის წესრიგი 26-2024

მზის ენერგია წყლის ზედაპირზე

მზე, ამჟამად ერთადერთი ამოუწურავი და სტაბილური ენერგიის წყაროა…

2023 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიის წარმოების 5,5 პროცენტი მზის ენერგიაზე იყო ორიენტირებული. მზის ენერგიის გამოყენება წინა წლებთან შედარებით 23,2 პროცენტით გაიზარდა. გლობალური ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე დიდი წლიური ზრდა განისაზღვრა მზის ენერგიაზე. მზის ენერგიის ინვესტიციები არის ელექტროენერგიის წყარო, რომელიც სულ უფრო ხშირად გამოიყენება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, უკვე 20 წელია. გარდა ამისა, მზის ენერგია ადვილი დასაყენებელი და გამოსაყენებელია რა, არ აბინძურებს გარემოს, რაც მას ყველაზე მწვანე განახლებადი ენერგიის წყაროდ აქცევს, ქართან ერთად.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, მზის ენერგიაში ინვესტიციები 2030 წლამდე ნავთობსა და ბუნებრივ აირში მთლიან ინვესტიციებს გადააჭარბებს.

თურქეთმა დააჩქარა განახლებად ენერგიაზე გადასვლა, მისი 2053 წლის ნულოვანი ემისიის მიზნების შესაბამისად. თურქეთს აქვს მზის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ენერგეტიკის სამინისტროს „მზის ენერგიის პოტენციური ატლასის“ მიხედვით, თურქეთის საშუალო წლიური მზის ნათების ხანგრძლივობა შეადგენს 2 ​​ათას 741 საათს... გამოსხივების საშუალო წლიური ჯამური ღირებულება 1527,46 კვტ/სთ/მ2-ში...

თურქეთის მზის ენერგიის სიმძლავრე სავარაუდოდ მიაღწევს დაახლოებით 53 გიგავატს, რაც 500 პროცენტით გაიზრდება მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ამრიგად, დაგეგმილია, რომ მზის ენერგია ელექტროენერგიის გამომუშავების უმნიშვნელოვანესი წყარო გახდება.

 2000-2020 წლებში თურქეთში ელექტროენერგიის წლიური მოხმარება 4,4 პროცენტით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ეს  ყოველწლიურად საშუალოდ 3,5 პროცენტით გაიზრდება 2035 წლამდე, და მიაღწევს 510,5 ტერავატ საათს. გამოთვლილია, რომ ელექტროენერგიის წილი საბოლოო ენერგიის მოხმარებაში, რომელიც 2020 წელს 21,8 პროცენტი იყო, 2035 წელს 24,9 პროცენტს მიაღწევს.

პროგნოზირებულია, რომ თურქეთის მიერ გამოყენებული ელექტროენერგია, რომელიც 2020 წლის ბოლოს იყო 95,9 გიგავატი, 2035 წელს გაიზრდება 189,7 გიგავატამდე, ხოლო განახლებადი ენერგიის წყაროების წილი მთლიან დადგმულ სიმძლავრეში 2020 წელს, რომელიც 52 პროცენტი გახლდათ, 2035 წლისთვის 64,7 პროცენტამდე გაიზრდება.

განახლებადი ენერგიის წყაროები შეადგენს 74,3 პროცენტს იმ 96,9 გიგავატიანი ახალი ელექტროენერგიის სიმძლავრისგან, რომელიც დაგეგმილია ამ პერიოდის განმავლობაში ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით. თურქეთის მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრე, რომელიც 2020 წლის ბოლოს იყო 6,7 გიგავატი, სავარაუდოდ 2035 წელს 52,9 გიგავატამდე გაიზრდება.

ეს ზრდა ნიშნავს, რომ თურქეთის მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრე, რომელიც 2022 წლის ბოლოს იყო 9,32 გიგავატი, 2035 წლისთვის გაიზრდება დაახლოებით 500 პროცენტით. თუ 2035 წელს მზის ენერგიაში 52,9 გიგავატი სიმძლავრე იქნება მიღწეული, იგი იქნება ყველაზე მაღალი წილი თურქეთის მთლიან დადგმულ ელექტროენერგიაში.

თუმცა, ამ მიზნით ყოველდღიურად ახალი ნაბიჯები იდგმება. ერთ-ერთი მათგანია, მცურავი ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვება, რომელიც თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მიმდინარე წლის მაისში იქნა შეტანილი, განსახილველად...

რეგულაციებით, სასმელი წყლით მომწოდებელი წყალსაცავების, ჭაობების და სანაპირო ზოლების ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განახლებადი ენერგიის რესურსების ზონად გამოცხადება იგეგმება.

თურქეთის მცურავი მზის ენერგიის პოტენციალი გამოითვლება დაახლოებით 80 ათასი მეგავატით.

მცურავი მზის ელექტროსადგური მომხმარებლებს კომფორტს უქმნის საველე ტიპის მზის ელექტროსადგურების დაყენებისას არსებული სირთულეების უპირატესობებად გადაქცევით.

მცურავი მზის ელექტროსადგურების პოზიციებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ მყარი ნიადაგი ინსტალაციისთვის, საკმარისია ჰიდროელექტროსადგურების და სასმელი წყლის რეზერვუარების უბნები და ხელოვნური ტბები, სადაც ჩამდინარე წყლები გროვდება.

მცურავი მზის ელექტროსადგურები კონკურენციას არ უწევენ მზის ელექტროსადგურებს, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო ან კომერციულ მიწებზე წყლის ობიექტების გამო, სადაც ისინი მდებარეობს. სხვა მზის ელექტროსადგურებთან შედარებით, რომლებსაც სჭირდებათ მიწა და სახურავი, მათი დამონტაჟება შესაძლებელია დასახლებულ პუნქტებთან ახლოს.

ხმელეთზე დაფუძნებულ პანელებთან შედარებით, მცურავი მზის ელექტროსადგურები უზრუნველყოფენ დინამიურ მოძრაობას და შეუძლიათ მუშაობა დაჩრდილვის გარეშე. მცურავ მზის ელექტროსადგურებში მტვრისა და ჭუჭყის შეკავების ძალიან დაბალი მაჩვენებელი ხელს უშლის ეფექტურობის შემცირებას.



მსგავსი ინფორმაციები