8 მაისი ისტორიაში

8 მაისი ისტორიაში

266215
8 მაისი ისტორიაში

8 მაისი ისტორიაში

1880 წლის 8 მაისს ცნობილი ფრანგი რომანისტი გუსტავ ფლობერი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ფლობერი, ლიტერატურის რეალიზმის მიმდინარეობის ლიდერია. მან პირველი ნაწარმოები 1837 წელში გამოაქვეყნა, ხოლო მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი კი „მადამ ბოვარი“ გახლავთ.

1972 წლის 8 მაისს ისმეთ ინონუ, რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობიდან გადადგა, რომელიც მას 33 წლის მანძილზე ეკავა და ასევე დატოვა პარტიის რიგებიც. ისმეთ ინონუ რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ათათურქის გარდაცვალებიდან ასრულებდა. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მან წინა დღით გამართულ ყრილობაზე ბულენთ ეჯევითის მიერ მასზე ორასით მეტი ხმის მიღების გამო მიიღო.

1980 წლის 8 მაისს წარმატებით დასრულდა ბრძოლა ყვავილის დაავადებასთან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამ დღეს გამოაცხადა, რომ ყვავილის ვირუსი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მრავალი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდებოდა, განადგურებული იქნა. ყვავილის დაავადების ბოლო შემთხვევა 1976 წელს სომალისა და ეთიოპიაში დაფიქსირდა. დღესდღეობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გადამდები ყვავილის დაავადების წინააღმდეგ 200 მილიონი ადამიანისათვის საკმარისს ვაქცინას ფლობს.

1984 წლის 8 მაისს თურქეთმა ევროპის საბჭოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ისევ მოიპოვა. თურქეთის უფლებამოსილება ევროპის საბჭოს პარლამენტართა ასამბლეამაც დაამტკიცა. თურქეთი 1949 წელში დაარსებულ ევროპის საბჭოში დაარსების წელს ხელმოწერილი შეთანხმებით გაწევრიანდა, თუმცა 1980 წელში მომხდარი გადატრიალების შემდეგ ევროპის საბჭოში მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გაუქმებული იქნა.

2009 წლის 8 მაისს ტაჯიკეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, ტაჯიკეთის წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მაისი

მსგავსი ინფორმაციები