უმაღლესი განათლება თურქეთში 1/2017

უმაღლესი განათლება თურქეთში 1/2017

655962
უმაღლესი განათლება თურქეთში 1/2017

უმაღლესი განათლება თურქეთში 1/2017

მოგესალმებით, ვიწყებთ ახალ პროგრამას სახელწოდებით „უმაღლესი განათლება თურქეთში“, რომელშიც უცხოელ სტუდენტებს თურქეთში უმაღლესი განათლების მიღების პირობებზე ვესაუბრებით.

თურქეთი სტაბილური ეკონომიკითა და პოლიტიკური განვითარებით ბოლო წლებში სწრაფად ზრდადი ქვეყანაა. განსაკუთრებით თურქული კომპანიების ქვეყნის გარეთ წარმატებული სამუშაოების და ბოლო წლებში თურქული სერიალებისა და კინო ინდუსტრიის დადებითმა ეფექტმა კიდევ უფრო გაზარდა დაინტერესება თურქეთით. რა თქმა უნდა, წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება ხარისხიანი განათლების გარეშე წარმოუდგენელია. თურქეთის ამ წარმატებაში თავისი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო არენაზე ცნობილ უნივერსიტეტებში, მრეწველობიდან დაწყებული სპორტით დამთავრებული მრავალ სფეროში განათლებამიღებულ წარმატებულ სტუდენტებს.

აფრიკიდან აზიამდე და ევროპიდან ამერიკამდე ბევრი ქვეყნის ახალგზარდა ანიჭებს უპირატესობას თურქულ უნივერსიტეტებში განათლების მიღებას. ამ არჩევანის უკან მხოლოდ საგანმანათლებლო საშუალები არ დგას, ამაზე გავლენას ახდენს ასევე მათთვის მიცემული სოციალური შესაძლებლობები, მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილება და საყოფაცხოვრებო პირობები.

თურქეთის ბევრ ქალაქში დასავლურ თანამედროვე ქალაქებში არსებული შესაძლებლობების მსგავსი პირობები არსებობს. უცხოელი სტუდენტები თურქეთში თავისუფალ გარემოში ცხოვრობენ. უნივერსიტეტებში სტუდენტები ერთის მხრივ განათლებას იღებენ, მერეს მხრივ კი სხვადასხვა სპექტრის კლუბებში თავიანთ ცოდნას აღრმავებენ. თავისი ინტერესის სფეროს მიხედვით სოციალურ კლუბებში შეკრებილი სტუდენტები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთვებიან და მრავალმხრივ საგანმანათლებლო გამოცდილებას იღებენ. ამავდროულად სტუდენტებს შეუძლიათ ყოველდღიურად მიირთვან და დააგემოვნონ თურქული სამზარეულოდან კერძები და ტკბილეულობა. მათ ელით ქვეყანა, სადაც ოთხივე სეზონი შესაძლებელია ერთად იდგეს, მაშინ როდესაც ჩრდილოეთით თხილამურებით სრიალებენ, სამხრეთით ზღვაში ბანაობენ. მომდევო გადაცემაში ახალი, მაგრამ ძალზედ წარმატებული ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დოქტორ მეთინ დოღანსა და ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს გავესაუბრებით და მათგან მივიღებთ ინფორმაციას ამ უმაღლესი სასწავლებლის შესახებ.

 



მსგავსი ინფორმაციები