8 იანვარი ისტორიაში

8 იანვარი ისტორიაში

647596
8 იანვარი ისტორიაში

8 იანვარი ისტორიაში

1297 წლის 8 იანვარს ფრანჩესკო გრიმალდისა და მისი სამხედროების მიერ მონაკოს ციხის აღებით მონაკომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ თარიღის შემდეგ მონაკოს გრიმალდის ოჯახი მართავდა, ხოლო 1793-1814 წლებში იგი საფრანგეთის სუვერენიტეტში შევიდა. 1861 წელში მონაკომ ისევ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ნაცისტებმა დაიკავეს, ხოლო ომის დასრულების შემდეგ ისევ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1993 წელში მონაკო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა. საკონსტიტუციო მონარქიით მართული მონაკო, ვატიკანის შემდეგ მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

1324 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მოგზაური მარკო პოლო. ჯერ კიდევ 17 წლის იყო იგი, როდესაც მამასთან და ბიძასთან ერთად იტალიიდან წავიდა და ჩინეთამდე მესოპოტამია და თურქისტანი მოიარა. 2,5 წლიანი მოგზაურობის შემდეგ მას ყუბილაი ხანმა აღმოსავლეთის ქვეყნების მოვლა დაავალა და მარკო პოლომ ამის შემდეგ 17 წელი იმოგზაურა. ყუბილაი ხანისათვის შორეული აღმოსავლეთის შესახებ ინფორმაციების შესაკრებად მარკო პოლო 14 გემით და 600 კაციანი ეკიპაჟით გაემგზავრა, თუმცა უკან დაბრუნებისას მას მხოლოდ 20 კაცი ახლდა თან. შორეული აღმოსავლეთისა და აზიის დასავლეთისათვის გაცნობით ცნობილმა მარკო პოლომ მოვლილი ქვეყნების ყოველდღიური ცხოვრება, ტრადიციები და სხვა „ორი მილიონი“ სახელწოდების წიგნში აღწერა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ძალიან ბევრჯერ გამოიცა.   

1916 წლის 8 იანვარს ოსმალეთის არმიის მიერ გაწეული შეუდრეკელი ბრძოლის შემდეგ მოკავშირეთა ძალებმა ჩანაქქალედან გასვლა დაიწყეს. ამ წარუმატებლობის შემდეგ ინგლისის საზღვაო ძალების ადმირალი ვონსტონ ჩერჩილი და ადმირალი ჯონ ფიშერი თანამდებობებიდან გადადგნენ. 1915 წელში ფლოტის ხელმძღვანელმა ჩერჩილმა ოსმალეთის გასანადგურებლად ჩანაქქალეზე თავდასხმის იდეა წამოაყენა. როდესაც მიხვდა, რომ არმია წარუმატებლობას განიცდიდა, ინგლის თემთა პალატას თურქი სამხედროების წინააღმდეგ მომწამვლელი გაზის გამოყენების წინადადება შესთავაზა, თუმცა მან ეს იდეა ვერ განახორციელა.

1935 წლის 8 იანვარს თურქული მუსიკის მკვლევარი რაუფ იექთა ბეი 64 წლის ასაკში სტამბოლში გარდაიცვალა. ლისან მექტები ალისის სასწავლებლის ფრანგული განყოფილების დასრულების შემდეგ იგი სტამბოლის კონსერვატორიაში პედაგოგად მუშაობდა და მან მოამზადა ცნობილ ფრანგულ მუსიკალურ ენციკლოპედიაში „თურქული მუსიკის„ ქვეთავი. მუსიკოსმა რაუფ იექთა ბეიმ თურქული მუსიკალური ნაწარმოებები დასავლური ნოტებით დაწერა და ატარებდა სამუშაოებს სპეციალური მეთოდების შესამუშავებლად.

1960 წლის 8 იანვარს თურქეთის იმ დროინდელი ყველაზე დიდი წყალსაცავი ჰირფანლის წყალსაცავი  და ჰიდროელექტრო სადგური გაიხსნა. მდინარე ქიზილირმაქზე აგებული წყალსაცავის მშენებლობა 7 წელი გრძელდებოდა და იგი წელიწადში 400 მილიონ კილოვატ საათ ენერგიას გამოიმუშავებდა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #იანვარი

მსგავსი ინფორმაციები