უმაღლესი განათლება თურქეთში 14

გვესაუბრება ბურსაში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

63651
უმაღლესი განათლება თურქეთში 14

ქალაქ ბურსაში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალი სურმენს ვეწვიეთ და აღნიშნული უნივერსიტეტის შესახებ გავესაუბრეთ. ამ ახალგაზრდა და დინამიური უნივერსიტეტის შესახებ რექტორმა შემდეგი განაცხადა:

მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ ჩვენი უნივერსიტეტით დაინტერესდით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქალაქსა და უნივერსიტეტში. ჩვენი უნივერსიტეტი 2010 წელში გაიხსნა. 2011 წლიდან დავიწყეთ სტუდენტების მიღება. ამჟამად 6 ფაკულტეტი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ტექნიკურია, ასევე გვაქვს სოციალური ფაკულტეტებიც, ჟურნალისტიკის, ხელოვნებისა და დიზაინის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტები. იმის გამო, რომ ბურსა ინდუსტრიული ქალაქია, ჩვენ აქ უპირველეს ყოვლისა ტექნიკური და საინჟინრო დარგებით დავიწყეთ.

ამჟამად 5 სფეროში სამაგისტრო განყოფილებაც გვაქვს. 8 სხვადასხვა დისციპლინაში გვყავს მაგისტრანტები და დოქტორანტები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ჯერ ძალზედ ახალგაზრდაა, უკვე ჩვენთან 500-მდე სტუდენტი იღებს განათლებას, მათგან 78 მაგისტრატურასა და დოქტორანტურში სწავლობს.

როგორც ვიცით, უცხოელ სტუდენტებსაც გსურთ კარი გაუღოთ. ბურსას უნივერსიტეტი მზად არის უცხოელი სტუდენტები მიიღოს. მათ რას სთავაზობთ, რატომ უნდა ჩამოვიდნენ ისინი აქ?

ბურსა ქალაქია, რომელსაც ყველაფერი აქვს. ეს თავისებურება სხვა ქალაქში არ არის.
ბურსა თურქეთის ექსპორტ-იმპორტის კუთხით დიდი საწარმოო ძალის მქონე ქალაქია. სტამბოლის შემდეგ იგი მეორეა. ამის გამო, აქ ჩამოსული სტუდენტები სოციალურ-ტექნიკურ სფეროებში კარგი გარემოს შექმანს შესძლებენ. სტუდენტი ბურსაში თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, რადგანაც აქ მდიდარი კულტურილი ატმოსფეროა. ჩვენი უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტების მიღებას მომდევნო წლიდან დაიწყებს. დაახლოებით 30-40 სტუდენტით დავიწყებთ და მომავალში ამ რიცხვს გავზრდით. ბურსაში მათ თბილი გარემო ელოდებათ. ბურსა ძალიან ლამაზი და ისტორიული ქალაქია. ოსმალეთის პირველი დედაქალაქი. ვფიქრობ, რომ მათ, ვინც ბურსაში მოხვდება, ბედი ჰქონიათ.

მართალი ბრძანდებით. თუ შეიძლება გვესაუბრეთ ბურსას ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალიურ შესაძლებლობებზე?

დაიწყო სტუდენტთა კლუბების შექმნა. გარდა ამისა, ჩვენი სტუდენტები ტექნიკურ სფეროებში საკუთარი დიზაინით ცდილობენ სახელი გაითქვან. სულ რაღაც სამ წელიწადში სტუდენტების ასეთი აქტიურობით ძალზედ კმაყოფილები ვართ. ესე იგი, ჩვენ შევძელით მათთვის საკუთარი თავის რწმენა ჩაგვენერგა. ჩვენმა სტუდენტებმა ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსში მეორე ადგილი დაიკავეს, ახლა კი მონაწილეობას მიიღებენ ამერიკაში გასამართ უპილოტო საფრენი აპარატის კონკურსში. სამი წლის უნივერსიტეტისათვის ეს მნიშვნელოვანია. სტუდენტები ჩვენთან მოდიან და გვეუბნებიან, რომ სურთ მზის ენერგიაზე მომუშავე, რბოლების ავტომობილების შექმნა. ჩვენ კი ვცდილობთ მათთვის რესურსების მოძიებას. ჩვენი მეთოდი სტუდენტებთან ახლოს ყოფნა და მათდამი მეგობრული მიდგომაა. ჩემი პედაგოგიური გამოცდილებიდან ვიცი, რომ ახალი გამოგონების შექმნის მოსურნე ადამიანების რაოდენობა ძალზედ ცოტაა, ამის გამო საჭიროა მათ ხელი არ შევუშალოთ და ისინი წავახალისოთ. ამ პოლიტიკას ჩვენი სტუდენტების მიმართ ვატარებთ. ამის გამო მიუხედვად იმისა, რომ ბურსას ტექნიკური უნივერსიტეტი ახალგაზრდაა, სოციალური და ტექნიკური საქმიანობით იგი დიდ მომავალს გვიპრდება.


საკვანძო სიტყვები: #ბურსა , #უნივერსიტეტი

მსგავსი ინფორმაციები