საუბარი ისლამზე 20/ 20.05.16

ისლამში ღვთისმსახურება და მისი სიბრძნე

493999
საუბარი ისლამზე 20/ 20.05.16

ღვთისმსახურება, უზენაესი ალ-ლაჰისადმი პატივისცემის სიტყვიერად და ფიზიკურად გამოხატული ქმედებებია. ადამიანი ღმერთის მიერ გაჩენილთაგან ყველაზე  მაღლა მდგომი და გონიერი არსებაა.  ყველა ზრდასრული მუსლიმანი ღვთისმსახურების შესრულებაზე პასუხისმგებელია. ღვთისმსახურება კი ყოველთვის ისლამის კანონების მიხედვით უნდა იყოს.  ყურანში ნათლად არის აღნიშნული, რომ ადამიანის გაჩენის მიზანი ღვთისმსახურებაა.  ამის შესახებ სურა ზარიათის 56-ე აიათში ასეა მოხსენიებული: „და მე არ გამიჩენია ჯინები და ადამიანები, თუ არა ჩემდამი თაყვანისცემისათვის!“ წმ. მუჰამმედ შუამავალი კი ერთ-ერთ ხადისში აცხადებს: „ღვთისმსახურება, ადამიანების ღმერთისადმი მორჩილების მოვალეობაა.“ ამიტომ, ადამიანი ვალდებულია თავის შინაგან სურვილებს გაემიჯნოს და ღმერთის მიერ დაკანონებულის მიხედვით იცხოვროს, რადგან მას თუ რაიმე გააჩნია, ყველაფერი ღმერთის მიერ არის ბოძებული. აქედან გამომდინარე, ადამიანი ვალდებულია სამადლობელო  გადაუხადოს მის გამჩენ ღმერთს. ყურანში მოცემული ტერმინი „ღვთისმსახურება“, ზოგადი ფორმითაა და იგი ისლამში აკრძალულებს და ნებადართულებს, ანუ ღმერთისადმი მორჩილებას მოიცავს.  ტერმინი ღვთისმსახურება, ასევე პასუხისმგებელი პირების მთელი ცხოვრების მანძილზე ღმერთის კანონების მიხედვით ცხოვრებასაც ასახავს.  ისლამის მიხედვით ყველა მორწმუნე ვალდებულია სულ ცოტა ფარძი, ანუ აუცილებლად შესასრულებელი ღვთისმსახურებები მაინც შეასრულოს, როგორც ეს  ყურანშია ნაბრძანები.  შუამავალი  ამბობს, რომ „ისლამი ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება: პირველი, ღმერთის გარდა სხვა ღმერთის არ არსებობის აღიარება და მუჰამედის ალლაჰის შუამავლად მოსვლის დამოწმება, მეორე, ნამაზის ლოცვა, მესამე ზექათის გაცემა, მეოთხე,  სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰაჯობაზე ჩასვლა და მეხუთე, რამაზანში მარხვა.  შუამავალი, როდესაც ადამიანები რელიგიის შესახებ ინფორმაციას ჰკითხავდნენ, მათ ძირითადად  ამ ხუთ  პრინციპს აცნობდა. ანუ შუამავალი ისლამს და რწმენას  ამ ხუთ ძირითადად პრინციპს აფუძნებდა. მორწმუნის ცხოვრება ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველწლიური  და  კიდევ სიცოცხლეში ერთხელ შესასრულებელი ღვთისმსახურებით არის დაკომპლექტებული. ყოველდღიურ ღვთისმსახურებაში დღეში ხუთი დროის ნამაზი შედის, ყოველკვირეულში ჯუმის, ე.ი. პარასკევის ლოცვა, ხოლო მარხვა, ზექათი, ყურბან და რამაზან ბაირამები კი წელიწადში ერთხელ შესასრულებელი აუცილებელი ღვთისმსახურებებია. ჰაჯობა, ანუ პილიგრიმობა სიცოცხლეში ერთხელ სრულდება. ამ ძირითადი ღვთისმსახურებების გარდა ასევე არის მიცვალებულის ნამაზი, დამატებითი ვედრებები, ნამაზები და სხვა ღვთისმსახურებები, რომლებიც მათთვის განკუთვნილი წესებით სრულდება. მუსლიმანებისთვის როგორც სხვა საკითხებში, ასევე  ღვთისმსახურებაშიც მაგალითი წმ. მუჰამედ შუამავალია. მუსლიმანები ღვთისმსახურებას სწორედ, რომ მისი ცხოვრებიდან სწავლობენ. მუჰამედი თავის თანამიმდევრებს ყოველთვის აფრთხილებდა, რომ ღვთისმსახურება ცოტაც რომ იყოს, იგი  მუდმივად მაინც აუცილებლად უნდა შესრულდეს. შუამავალი ამასთან ერთად  კეთილ საქციელსაც ღვთისმსახურებას ადრის რა, მორწმუნეებს მოუწოდებს, რომ გაჭირვებულს, გზად დარჩენილს დახმარების ხელი გაუწოდონ და ყველას ტკბილად და  სამართლიანად მოექცენ. შუამავალი ასევე ოჯახის რჩენისთვის მომუშავე ადამიანებსაც, რომლებიც ალალი გზით სარჩოს პოულობენ, მათ  შრომასაც  ღვთისმსახურებას ადრის. ღვთისმსახურება მხოლოდ ღმერთის ბრძანებით შეიძლება შესრულდეს. ღვთისმსახურებებს ასევე გარკვეული სულიერი და მატერიალური მნიშვნელობებიც აქვს. სულიერი მნიშვნელობები ისაა, რომ ღვთისმსახურება მორწმუნეს ღმერთთან აახლოებს, ზნეობრივად ჩამოაყალიბებს, მატერიალური  ამბიციებისგან დააშორებს და საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

 


საკვანძო სიტყვები: #ისლამი , #საუბარი

მსგავსი ინფორმაციები