თურქეთის ქველმოქმედება - 19 / 14.05.16

თურქეთს განელი ყრუ-მუნჯი ბავშვები არ დავიწყებია

489574
თურქეთის ქველმოქმედება - 19 / 14.05.16

„ოქროს სანაპირო“ განა, საუკუნეების განმავლობაში კოლონიალიზმის ქვეშ იმყოფებოდა. თურქეთმა კი ქვეყანაში ერთ-ერთ ობოლთა თავშესაფარში, სადაც ყრუ-მუნჯი ბავშები ცხოვრობენ, ისინი ძალიან გაახარა. განის მოკლე ისტორია და თურქეთის ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულების შესახებ  თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის პრესმდივნის, სელაჰათთინ ბოსტანის მონაყოლს გთავაზობთ, რომელშიც იგი ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ აფრიკაში განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები ცხოვრობენ, მათ მაინც საერთო მეხსიერება აქვთ. სხვა კონტინენტებთან განსხვავებით აფრიკაში სიხარულიც და მწუხარებაც ძალიან სწრაფად ვრცელდება. დასავლეთელების თვალით თუ შევხედავთ, განა ისედაც ყველა შავკანიანი აფრიკელი არაა? თურქებისთვის კი ყველა ერთია, ანუ თეთრკანიანიც და შავკანიანიც, რადგან ყველა ღმერთის გაჩენილია. ახლა, ჩემი სუდანში ყოფნის დროს, ერთ ძალიან ცხელ დღეს დარფურის რეგიონის გუბერნატორთან საუბარი გამახსენდა.  მე მას ვუთხარი: „თქვენს ქვეყანაში იმდენი მიწისქვეშა რესურსები გაქვთ, რომ მათი ამოღების შემთხვევაში  დღეს არსებულ ასეთ ღატაკურ მდგომარეობაში არ იქნებოდით.“ მან მითხრა: „ჩვენ, რომ იმ საბადოების ამოღება დავიწყოთ, ახლა ჩვენ სიღარიბეს კიდევ სამოქალაქო ომიც დაემატება. ამჟამად მხოლოდ ღარიბები ვართ, შემდეგ კი ძმა ძმის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს და სისხლი დაიღვრება.“ მართლაც და ისე მოხდა. თანამედროვე სახელმწიფოები ჩავიდნენ რა ამ სახელმწიფოში, მისი მიწისქვეშა რესურსების მოპოვება დაიწყეს, რამაც სუდანი და დარფური სამოქალაქო ომების ფარგლებში ერთმანეთს გამოყო.  აფრიკელებმა პირველი იმპერია სწორედ განაში ჩამოაყალიბეს. ისინი ადრე ტომებად ცხოვრობდნენ და იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგაც თავიანთი ტრადიციების მიხედვით მშვიდად ცხოვრობდნენ, სანამ ევროპელები ჩავიდოდნენ ამ კონტინენტზე. განის სანაპიროებზე პირველად პორტუგალიელები გაჩნდნენ, შემდეგ კი სხვა ევროპის კოლონიზატორმა ქვეყნებმაც  დაიწყეს გამოჩენა. მათ განელებს იარაღი მისცეს და ოქრო გამოართვეს. განა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს საბადოები მოიპოვება. სწორედ ამიტომ უწოდეს ინგლისელებმა განას ოქროს სანაპირო. დასავლეთში ეს ქვეყანა დიდი ხნის მანძილზე ამ სახელით იყო ცნობილი. ტროპიკული ტყეებისა  და უხვმოსავლიანი მიწების მქონე განა ასწლეულების განმავლობაში კოლონიალიზმის ქვეშ იმყოფებოდა. განა შავკანიანთა პირველი  ქვეყანაა, რომელმაც აფრიკის კონტინენტზე დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მართალია მან დამოუკიდებლობა 1950 წელს გამოაცხადა, მაგრამ კოლონიზატორმა სახელმწიფოებმა მას თავი მაინც არ დაანებეს. ქვეყანაში ყოველ ხუთ წელში სამხედრო ხუნტა განხორციელდა. განაში სტაბილურობა 2000-იან წლებში ნაწილობრივ დამყარდა. ამჟამად ქვეყანაში 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეკონომიკური მონაცემები ყოველწლიურად ნაწილობრივ უკეთესობისკენ მიდის. ეროვნული შემოსავალი ამჟამად ერთ სულ მოსახლეზე 1500 დოლარია. ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სისტემა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით  დგას ფეხზე. ბავშვთა სიკვდილიანობა ჯერ კიდევ მაღალია, რომლის ძირითადად მიზეზად მალარიის დაავადება ითვლება.  საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციები ქვეყანაში შემოტანილი დახმარების ფულებით ჯერ თვითონ დიდ სრა-სასახლეებს  იშენებენ, რომლებშიც   დაცვის თანამშრომლებს აყენებენ, ძვირადღირებულ ავტომობილებს ყიდულობენ და მას შემდეგ, თუ რაიმე თანხა დარჩებათ, იმას ხარჯავენ ქველმოქმედებაში.  თურქეთის ოფიციალური საქველმოქმედო ორგანიზაციები ან კიდევ კერძო პირები, როდესაც დახმარების მიზნით რომელიმე ქვეყანაში საქველმოქმედო ფუნქციით ჩადიან, ადგილობრივებთან რჩებიან და მათსავით ცხოვრობენ რა, ზედმეტი ფუფუნების ხარჯებს არ იღებენ. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთმა აფრიკის მიმართ ყურადღება გვიან გამოიჩინა და სწორედ ამის ფარგლებში რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით განას ეწვია.  ერდოღანის მხრიდან ოფიციალური შეხვედრების გამართვის დროს მისმა მეუღლემ ემინე ერდოღანმა ქვეყენაში ერთ-ერთი ობოლთა თავშესაფარი მოინახულა, რომელსაც, როგორც სხვა სტრუქტურებს, მასზეც შეიმჩნეოდა კოლონიალიზმის ქვეშ ყოფნის ნიშნები.  ამ ობოლთა თავშესაფარში 4-12 წლამდე ასაკის 80 ყრუ-მუნჯი ბავშვი ბინადრობს. ბავშვებმა ემინე ერდოღანს დახვედრა ცეკვით მოუწყეს. მათ ამ ცეკვის შესწავლისათვის დახმარება თურქეთის საქველმოქმედო ორგანიზაციამ შეუწყო.  თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA-ს თანამშრომლები იქ ჩავიდნენ და აღნიშნული ობოლთა თავშესაფარი მოინახულეს. იქ მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც ყრუ-მუნჯები არიან, მათთვის სასმენი აპარატებიც ჩაიტანეს. ამ აპარატების მეშვეობით იქ მცხოვრებ ბავშვების ნაწილს სმენის საშუალება მიეცათ და ნაწილმა საუბარი დაიწყო.  განაც თურქეთის მსგავსად იმპერიული წარსულის მქონე ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ  ასწლეულების მანძილზე კოლონიალიზმის ქვეშაც იმყოფებოდა, იგი მაინც შესძლებს ფეხზე წამოდგომას. ამისათვის კი საჭიროა ერთმა, რომელიმე მეგობარმა ქვეყანამ მას დახმარების ხელი გაუწოდოს. თურქეთი სწორედ ამას აკეთებს, როგორც აფრიკის სხვა ქვეყნებს, განასაც შეძლებისდაგვარად დახმარებას უწევს.

დღევანდელ პროგრამაში განის ისტორიაზე და თურქეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია TİKA-ს მხრიდან ადგილობრივ ყრუ-მუნჯ ბავშვებზე   გაწეული დახმარების შესახებ შესახებ თურქეთის წითელი ნახევარ მთვარის ორგანიზაციის პრესმდივანის, სელაჰათთინ ბოსტანის მონათხრობი შემოგთავაზეთ, მომდევნო პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ქველმოქმედება

მსგავსი ინფორმაციები