უმაღლესი განათლება თურქეთში - 50

ქალაქ მალათიაში მდებარე ინონუს სახელობის უნივერსიტეტი (გაგრძელება)

156107
უმაღლესი განათლება თურქეთში - 50

მოგესალმებით. დღესდღეისობით ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და ქვეყნებს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში კონკურენცია არსებობს. ამ კონკურენციაში მომგებიან პოზიციაზე ყოფნისათვის მნიშვნელოვანია კარგი განათლების მქონე ადამიანების როლი. კარგი განათლების მქონე ადამიანები საზოგადოების ლიდერები არიან. ისინი საზოგადოებას წინსვლისა და კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად მიმართულებას აძლევენ. თურქეთში მრავალ სფეროში ხდება ისეთი წინსვლა, რომელიც მსოფლიოსათვის მაგალითს წარმოადგენს. ამ სფეროებს შორისაა ასევე განათლება და მეცნიერება. განსაკუთრებით უცხოელი სტუდენტების მიერ კარგი განათლების მიღებისათვის არჩეულ ქვეყნებს შორის თურქეთი ერთ-ერთი პირველია.

წინა გადაცემაში ქალაქ მალათიაში მდებარე წარმატებული ინონუს სახელობის უნივერსიტეტი გაგაცანით. დღევანდელ გადაცემაში კი ინონუს სახელობის უნივერსიტეტის რექტორ პროფესორ ჯემილ ჩელიქთან ჩაწერილი ინტერვიუს მეორე ნაწილს შემოგთავაზებთ.

რექტორს ვთხოვეთ გვესაუბროს უცხოელი სტუდენტების შესახებ, რომლებიც ინონუს უნივერსიტეტში სწავლობენ:

ჯემილ ჩელიქი - „ჩვენ უმაღლესი განათლების მისაღებად აშშ-ის, საფრანგეთის, ჩინეთის, ავსტრიის, რუსეთის, ბრაზილიის, საუდის არაბეთის, ტაილანდის, თურქმენეთის, მონღოლეთის, ირანის, ნიგერიის ჩათვლით 78 ქვეყნიდან 1431-მა ახალგაზრდამ მოგვმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციის კვოტების ჩათვლით, 2010 წელში 100 უცხოელი სტუდენტი მივიღეთ. მალე ეს ციფრი გავზარდეთ და მივაღწიეთ იმას, რომ მსოფლიოში უკვე გვიცნობენ. 2014-2015 სასწავლო წელში ჩვენთან რეგისტრირებული იქნა 341 უცხოელი სტუდენტი, რითაც მათი რიცხვი 800-მდე გაიზარდა“.

როგორ ხდება ამ უცხოელი სტუდენტების თურქულ ენოვან ქალაქსა და უნივერსიტეტთან ადაპტაცია?

ჯემილ ჩელიქი - „უცხოელი სტუდენტები, რომლებმაც თურქული ენა არ იციან, ინონუს სახელობის უნივერსიტეტის თურქული ენის შემსწავლელ ცენტრში (TÖMER) ერთი წლის მანძილზე თურქულ ენას სწავლობენ. ამ პერიოდში ახალგაზრდები საკმაოდ კარგად ეუფლებიან ენას. ჩვენთან იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, ისეთები როგორებიცაა უცხოელი სტუდენტების გაცნობის ღონისძიება, თურქული ენის ზეიმი, უცხოელი და ადგილობრივი სტუდენტების ერთობლივი ღონისძიებები და სხვა და ჩვენი უნივერსიტეტიც ამ პროგრამებს მხარდაჭერას უწევს".

ინონუს სახელობის უნივერსიტეტის რექტორს ვკითხეთ რამდენად კმაყოფილები არიან უცხოელი სტუდენტები ამ ქალაქსა და უნივერსიტეტში სწავლით? რაზეც მან განაცხადა: „ინონუს სახელობის უნივერსიტეტის მრავალი უცხოელი სტუდენტი გამოხატავს კმაყოფილებას ამ ქალაქითა უნივერსიტეტით. ისინი აცხადებენ, რომ როგორც ქალაქი, ასევე უნივერსიტეტი ძალზედ მშვიდი და უსაფრთხოა, მისი ყველა შესაძლებლობით სარგებლობენ, არ აქვთ პრობლემა საცხოვრებელთან დაკავშირებით და კმაყოფილები არიან განსაკუთრებით ჯანდაცვის, სოციალურ, სპორტულ და კულტურულ სფეროებში დიდი შესაძლებლობების მქონე თანამედროვე კამპუსში სწავლის გამო“.

და ბოლო კითხვა, უცხოელ სტუდენტებს როგორ მოიწვევდით ამ უნივერსიტეტში?

ჯემილ ჩელიქი - „მალათია არის ანატოლიის ცენტრში მდებარე ქალაქი, სადაც ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ცივილიზაციებს უცხოვრიათ. მალათიის ძველი ისტორია იმის დასტურია, რომ ეს ქალაქი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ადამიანს გულში ჩაიხუტებს. ანატოლიის კარი ისტორიის მანძილზე ღია იყო მსოფლიოსათვის. ყველა ერის, რწმენის, რასის ადამიანს შეუძლია მალათიაში დამშვიდებული ჩამოვიდეს და აქ თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში და განათლება მიიღოს. ინონუს უნივერსიტეტი მრავალ საერთაშორისო კონგრესს, სიმპოზიუმსა და კონფერენციას მასპინძლობს და განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში მიღწეული წარმატებით წამოიწია მან წინა პლანზე. მაგალითად, ცოცხალი ადამიანიდან მეორე ადმიანზე ნაღველის გადანერგვაში მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ, ევროპაში კი პირველზე. თუ თურქეთში განათლების მიღება გსურთ, ინონუს სახელობის უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია".  


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები