უმაღლესი განათლება თურქეთში - 44

ქალაქ კონიაში მდებარე სელჩუკის უნივერსიტეტი

194762
უმაღლესი განათლება თურქეთში - 44

ქალაქ კონიაში მდებარე სელჩუკის უნივერსიტეტი

გამარჯობათ. დღევანდელ გადაცემაში ქალაქ კონიას ვეწვევით, სადაც მე-13 საუკუნეში მსოფლიოში ცნობილი პოეტი და მოაზროვნე მევლანა ჯელალედინ რუმი ცხოვრობდა.

ეკონომიკური კუთხით თურქეთის ერთ-ერთი კარგად განვითარებული ქალაქი კონია ასევე მნიშვნელოვანია ბუნებრივი და ისტორიული სიმდიდრეებითაც. ანატოლიის ცენტრში, სტრატეგიულ ადგილზე მდებარე კონია ფართობის მიხედვით თურქეთის ყველაზე დიდი პროვინციაა. იგი ანატოლიელი სელჩუკების სახელმწიფოს დედაქალაქი გახლდათ. კონია თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ქალაქია. კონიაში მდებარე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლება ჩათალჰოიუკი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

კონიაში მდებარეობს ძალზედ წარმატებული უნივერსიტეტები, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებს მასპინძლობენ. მათგან ერთ-ერთია სელჩუკის უნივერსიტეტი, რომლის რექტორს პროფესორ ჰაქქი გოქბელსაც გავესაუბრეთ. რექტორმა განაცხადა:- „სელჩუკის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო საქმიანობა 1975 წელში დაიწყო და დღეს 21 ფაკულტეტი, 6 ინსტიტუტი, 6 უმაღლესი სკოლა, 22 პროფესიული უმაღლესი სკოლა, 1 სახელმწიფო კონსერვატორია გვაქვს და ჩვენთან 75 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტების რაოდენობის კუთხით 80 ათასზე მეტი ადამიანით, თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციის მონაცემებით, 10 ცენტრალურ პროვინციაზე უფრო დიდი უნივერსიტეტი სელჩუკის უნივერსიტეტი, კონიის პროვინციის საზღვრებში განთავსებულ 18 დაბის დასახლებასთან ერთად, ქალაქის ცენტრში 14.5 მილიონი კვადრატული მეტრის მოცულობის დასახლებასაც ფლობს“.

რექტორს ვკითხეთ უნივერსიტეტში არსებულ სოციალურ შესაძლებლობებზე:

ჰაქქი გოქბელი - „სელჩუკის უნივერსიტეტი ყოველწიურად სამეცნიერო, კულტურულ და სპორტულ სფეროებში მრავალ ღონისძიებას მართავს. ასევე ჩვენთან ფუნქციონირებს 105 სტუდენტური საზოგადოება, რომელიც ყოველ წელს სამასზე მეტ ღონისძიებას აწყობს. დეკანატის და ფაკულტეტების ყოველწლიურ ტრადიციულ „კულტურისა და ხელოვნების ღონისძიებების" ფარგლებში ჩვენთან თურქეთში ცნობილი ხელოვანები, მსახიობები, მწერლები იკრიბებიან. 5 დღიან ღონისძიებას დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ესწრება. გვაქვს ალაედინ ქეიყობადის დასახლება, სადაც 1500 ადგილიანი დარბაზი მდებარეობს. ასევე გვაქვს სულეიმან დემირელის სახელობის კულტურის ცენტრი, რომელიც სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს. გარდა ამისა, მოქმედებს 3500 ადგილიანი 19 მაისის სახელობის თორქუ არენა სპორტული დარბაზი და ასევე 500 ადგილიანი დარბაზი, რომელიც ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის შეჯიბრებებს მასპინძლობს. გარდა ამისა, ჩვენს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 3 სპორტული დარბაზი, 1 ოლიმპირი სტადიონი, 2 ჩოგბურთის კორტი და 1 ოლიმპიური დახურული აუზი“.

რა სახის საერთაშორისო ღონისძიებები ტარდება სელჩუკის უნივერსიტეტში?

ჰაქქი გოქბელ - „ჩვენს უნივერსიტეტში დიდი მნიშვნელობა ექცევა ასევე საერთაშირისო ღონისძიებებსაც. ამ ფარგლებში ერასმუსის ორგანიზაციის საკოორდინატოროს ბაზაზე მრავალ საქმიანობას ვატარებთ. მაგალითად, „ერასმუსის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუმარი სტუდენტების შეხვედრას“ ვუმასპინძლეთ. ამასთანავე მთელი წლის მანძილზე ერასმუსის პრეზენტაციის შეკრებები და უცხოური ვიზიტები გავმართეთ. ამასთანავე 2011 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ ამოქმედებული მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქმიანობასაც ვეწევით. ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში უცხოელი სტუდენტების თურქულ კულტურასთან ადაპტაციისათვის ქალაქსა და კამპუსში კულტურულ ღონისძიებებს და ექსკურსიებს ვაწყობთ“.

(გაგრძელება მომდევნო ნომერში)

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები