უმაღლესი განათლება თურქეთში - 37

ინტერვიუ თურქეთის საავიაციო უნივერსიტეტის რექტორთან

135905
უმაღლესი განათლება თურქეთში - 37

უმაღლესი განათლებათურქეთში

გამარჯობათ. წინა გადაცემაში ანკარაში მდებარე თურქეთის საავიაციო ორგანიზაციის უნივერსიტეტი გაგაცანით. დღევანდელ პროგრამაში კი ამ უნივერსიტეტის რექტორ პროფესორ უნსალ ბალთან საუბარს გავაგრძელებთ.

პროფესორ უნსალ ბალს ვკითხეთ თურქეთის საავიაციო ორგანიზაციის უნივერსიტეტის სტიპენდიებსა და სოციალურ შესაძლებლობებზე

უნსალ ბალი: „ყველა უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ თითქმის ყველა სტიპენდიას ჩვენც ვთავაზობთ სტუდენტებს. ასევე სტუდენტებს ვაძლევთ წარმატების შესაბამის და სხვა დამატებით სტიპენდიებს. თუ სტუდენტი ჩვენს უნივერსიტეტში სტიპენდიით მოხვდება, მას იგი სასწავლების დამთავრებამდე ექნება ანუ საგნები რომც დარჩეს ჩასაბარებელი, სტიპენდია მაინც შეუნარჩუნდება. ამის გამო უნივერსიტეტის დამთავრებას 10 წელიც რომ მოანდომოს, ათივე წელი ექნება სტიპენდია. თურქეთის საავიაციო ორგანიზაციის უნივერსიტეტს, რა თქმა უნდა, ისტორიული პასუხისმგებლობაც აკისრია. ეს პასუხისმგებლობა ის არის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მუსტაფა ქემალ ათათურქმა დააარსა, რომელმაც განაცხადა, რომ მომავალი ცაშია. ამის გამო კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ბრძოლაში დაღუპული და ვეტერანი სამხედოების შვილების წინაშე. ამ ფარგლებში ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხულ ომში დაღუპული ან ვეტერანი სამხედროების შვილებს შეუძლიათ სტიპენდიით ისარგებლონ“.

კიდევ ერთი შეკითხვა, რატომ უნდა აირჩიონ უცხოელმა სტუდენტებმა თურქეთის საავიაციო ორგანიზაციის უნივერსიტეტი?

უნსალ ბალი: „უპირველეს ყოვლისა, ამ რეგიონის ერთადერთი საავიაციო და კოსმოსური მეცნიერებების უნივერსიტეტი ჩვენია. ახლო აღმოსავლეთს, ბალკანეთს, ჩრდილოეთით მოსკოვამდე, კიევამდე, გერმანიამდე და აფრიკამდე თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ერთადერთი ავიაციისა და კოსმოსური მეცნიერებების უნივერსიტეტი ჩვენთანაა. ამის გამო ეს ერთადერთი მიზეზიც კი საკმარისია იმისათვის, რომ უცხოელმა სტუდენტებმა ჩვენთან ისწავლონ. ასევე ვისაუბრე 1925 წლიდან ჩვენს მიერ მიღებულ გამოცდილებებზე. ამასაც თუ დავუმატებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სფეროში სხვა სიტყვის უფლების მქონეც კი არავინაა, რადგანაც მხოლოდ 4 აეროპორტისა და 80-ზე მეტი თვითმფრინავის ქონა ჩვენ პრივილეგიებს გვანიჭებს“.
სტუდენტებმა სასწავლებლად რატომ უნდა მიანიჭონ უპირატესობა ანკარას?

უნსალ ბალი: „ანკარა საუნივერსიტეტო ქალაქია. ამჟამად ანკარაში 17 უნივერსიტეტი ფუნქციონირებს და ეს რიცხვი კიდევ იზრდება. ანკარა სტუდენტური ქალაქია. რატომ? იმიტომ რომ თუ ამ 17 უნივერსიტეტის სტუდენტთა რაოდენობას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ეს ციფრი ძალიან დიდია, ამასთანავე აქ თითქმის ყველა ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ ჩამოსული სტუდენტები მარტო არ იქნებიან და ეცოდინებათ, რომ მისი ქვეყნის მინიმუმ რამდენიმე მოქალაქეც ამ ქალაქშია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე სტუდენტებისათვის მატერიალური მხარეა. ამ კუთხით ანკარა თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქია. საჭიროა ამ უპირატესობის კარგად გამოყენება. რის მიხედვით ვამბობ იაფს, უნივერსიტეტი ინტელექტუალურ გამოცდილების შემგროვებელი სტრუქტურაა და მის ხარჯებს თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ იგი ევროპისა და თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქია. არის სხვა ბევრი მიზეზიც. მაგალითად, აქ შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკა. საკმაოდ მრავლადაა აქ ისტორიული ძეგლები. სტუდენტებს შეუძლიათ ტურისტული გასვლის ნევშეჰირსა და კაბადოკიაში მოწყობა, ზღვაზე წასვლა. მოკლედ ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ანკარა „თავიდან ბოლომდე სტუდენტური ქალაქი“.

როგორ მოიწვევდით თქვენს უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტებს?

უნსალ ბალი: „ამ უნივერსიტეტში დღეს 97 ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტები სწავლობენ. თუ 97 ქვეყნის სტუდენტმა ანკარა აირჩია, ეს იგი მათ მართლაც აქვთ მნიშვნელოვანი მიზეზი. როდესაც ვეკითხებით მათ, რატომ აირჩიეს ეს უნივერსიტეტი, გვპასუხობენ: ჩვენ ასაფრენად მზად ვართ. ყველა სტუდენტს, რომელიც ასაფრენად მზად არის, ჩვენს უნივერსიტეტში ვეპატიჟებით“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები