მალიში განხორციელებული ტერაქტების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

მალიში განხორციელებული ტერაქტების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

2034600
მალიში განხორციელებული ტერაქტების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

მალიში ორ სხვადასხვა ადგილას განხორციელებული ტერაქტის შედეგად ბოლო მონაცემებით, 49 მშვიდობიანი მოქალაქე და 15 ჯარისკაცი დაიღუპა.

მალის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტიმბუქტუს რეგიონის გავლით მდინარე ნიგერზე გამავალ სამგზავრო ნავს რაკეტებით დაესხნენ თავს.

თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გემმა, რომელშიც 300 ადამიანი იმყოფებოდა, სერიოზული დაზიანების მიუხედავად, ნაპირთან მისვლა შეძლო.

მეორეს მხრივ, გაოს რეგიონის, ბამბას რაიონში სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 15 ჯარისკაცი დაიღუპა.

მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე თავდასხმის გამო ქვეყანაში 3 დღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდას საჰელის (AQIM) ქვედანაყოფმა, ჯამაათ ნუსრა ალ-ისლამ ველ-მუსლიმმა (JNIM) აიღო.  



მსგავსი ინფორმაციები