გაერო ისრაელის თავდასხმას გმობს

გაერო ისრაელის თავდასხმას გმობს

2145156
გაერო ისრაელის თავდასხმას გმობს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო ისრაელის არმიის თავდასხმა იძულებით გადაადგილებულ პალესტინელთა ბანაკზე ქალაქ რაფაჰში.

გუტერეშმა სოციალური ქსელის პლატფორმა X-ზე ისრაელის მხრიდან ქალაქ რაფაჰში განხორციელებული თავდასხმა დაგმო და აღნიშნა: „ეს საშინელება უნდა დასრულდეს“.

ცნობისათვის, 26 მაისს ღაზას სექტორში, ქალაქ რაფაჰში, ისრაელის არმიის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 45 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები.

თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ბანაკს სულ მცირე 8 რაკეტით შეუტიეს.



მსგავსი ინფორმაციები