ევროპის ქვეყნები პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ

ესპანეთმა ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო

2145385
ევროპის ქვეყნები პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ

ესპანეთმა ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო.

ესპანეთის მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.

აღნიშნულის შესახებ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალბარესმა პრესკონფერენციის დროს თქვა: „ეს არის დღე, რომელიც ესპანეთის ისტორიაში შევა“.

მერეს მხრივ, ნორვეგიის გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების შესახებ შუაღამისას ამოქმედდა. ამრიგად, ნორვეგიამ ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო.

სავარაუდოდ, ირლანდია დღესვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები