პრინცი ჰარი მეფე ჩარლზ III-ის კორონაციას დაესწრება, მეგან მარკლი კი არა

მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია 6 მაისს გაიმართება

1974081
პრინცი ჰარი მეფე ჩარლზ III-ის კორონაციას დაესწრება, მეგან მარკლი კი არა

გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ჰარი  მამის, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციას დაესწრება მაგრამ, მეგან მარკლი მის გვერდით არ იქნება. იგი შვილებთან ერთად კალიფორნიაში დარჩება. ბუკინგემის სასახლემ დაადასტურა, რომ სასექსის ჰერცოგი პრინცი ჰარი, რომელიც საცხოვრებლად აშშ-შია გადასული, 6 მაისს ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში მეფისა და დედოფლის კურთხევის ცერემონიაზე გამოცხადდება. „ბუკინგემის სასახლე მოხარულია დაადასტუროს, რომ სასექსის ჰერცოგი დაესწრება კორონაციის ცერემონიას ვესტმინსტერის სააბატოში“, ნათქვამია საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

სასექსის ჰერცოგი, ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი, 2020 წლის იანვარში გადადგნენ სამეფო მოვალეობებიდან და საცხოვრებლად გადავიდნენ შეერთებულ შტატებში, რათა ეცხოვრათ უფრო დამოუკიდებელი ცხოვრებით და დაშორდნენ ბრიტანულ მედიას.



მსგავსი ინფორმაციები