კანადაში ტყის ხანძარი მძვინვარებს

კანადის ვუდ ბაფალოს რეგიონში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გადაწყდა

2139964
კანადაში ტყის ხანძარი მძვინვარებს

კანადის ვუდ ბაფალოს რეგიონში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გადაწყდა.

CBC News-ის ცნობით, ვუდ ბაფალოს რეგიონული მუნიციპალიტეტის ფორტ მაკმურეის რეგიონის სამხრეთ-დასავლეთით გაჩენილი ხანძრის შემდეგ მუნიციპალიტეტმა "ადგილობრივი საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა.

მუნიციპალიტეტმა გამოსცა ევაკუაციის ბრძანება მას შემდეგ, რაც დაიწვა დაახლოებით 21 ათასი ჰექტარი ტყის ფართობი და ხანძარი მიუახლოვდა დასახლებებს.

სახანძროს ხელმძღვანელმა ჯოდი ბუცმა პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ევაკუაციის გადაწყვეტილება დაახლოებით 6 ათას ადამიანს შეეხება.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათ აქვთ საკმარისი რესურსი ხანძრის გასაკონტროლებლად, მაგრამ მათ უნდა დაიცვან საზოგადოება საფრთხისგან.

ევაკუაციის ბრძანების შემდეგ მოსახლეობა სამხრეთისკენ წავიდან, რის გამოც გზებზე კოლონები წარმოიქმნა.

ხელისუფლებამ რეგიონის მოსახლეობას სთხოვა სიმშვიდის შენარჩუნება და ევაკუაციის პუნქტებში გამოცხადება მათ, ვინც სახლებს ვერ ტოვებს.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #კანადა

მსგავსი ინფორმაციები