საფრანგეთმა ახალ კალედონიაში საგანგებო მდგოამრეობა გამოაცხადა

საფრანგეთმა ახალ კალედონიაში საგანგებო მდგოამრეობა გამოაცხადა

2140299
საფრანგეთმა ახალ კალედონიაში საგანგებო მდგოამრეობა გამოაცხადა

ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა და სადაც ძალადობა გაიზარდა, პარიზის მთავრობამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალიმ გაავრცელა.

გაბრიელ ატალი, ახალ კალედონიაში ძალადობასთან დაკავშირებით შექმნილ, კრიზისული სამსახურის სხდომას დაესწრო.

შეხვედრის დასაწყისში ატალიმ განაცხადა, რომ ჯარისკაცებს ახალ კალედონიაში გაგზავნიან აეროპორტისა და პორტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რომ სოციალური მედიის პლატფორმა TikTok აიკრძალება რეგიონში.

თავის მხრივ, საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა პრისკა ტევენომ შეხვედრის შემდეგ საკითხთან დაკავშირებით შეფასებების დროს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ატალიმ წარადგინა განკარგულება ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ცნობისათვის, ახალ კალედონიაში დამოუკიდებლობის მომხრეები ეწინააღმდეგებიან საფრანგეთის მთავრობის საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივას, რადგან ეს შეამცირებს მათ გავლენას არჩევნებზე.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კუნძულზე მომხდარი ძალადობის დროს დაიღუპა 4 ადამიანი, დაიწვა დაახლოებით 200 სამუშაო ადგილი და 50-ზე მეტი მანქანა, დააკავეს 130 ადამიანი და დაშავდა 60-ზე მეტი უსაფრთხოების თანამშრომელი.



მსგავსი ინფორმაციები