ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ტელეგრამი"-თ ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა

ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაკავებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

1921107
ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ტელეგრამი"-თ ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში აქტიური შეტაკებები 1300 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე გრძელდება.

ზელენსკიმ „ტელეგრამი“-ით გაზიარებულ ვიდეომიმართაში აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის 24 თებერვალს დაწყებული შეტაკებები გრძელდება.

მან აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ყველაზე ცხელი წერტილი ქალაქი ბახმუტია და დაამატა: "ბახმუტი კვლავ რჩება ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელი წერტილად. აქტიური შეტაკებები გრძელდება 1300 კილომეტრზე“.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომში 99 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და ეს რიცხვი შეიძლება ერთი დღის შემდეგ 100 ათასს მიუახლოვდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული ძალები აგრძელებენ თავდასხმებს უკრაინაზე ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით და რომ გუშინ ჰაერში 30 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა განადგურებული.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა ირანისგან კვლავ იყიდა „შაჰედი“-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და ირანი და რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მოწყობაში დაადანაშაულა.

ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში 2021 წლის 1 ოქტომბერს დაკავებული, იმავდროულად უკრაინის მოქალაქე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

უკრაინის ლიდერმა მიმართა საქართველოს მთავრობას პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობენ, გადაყვანილი იქნას უკრაინის, ევროპის ქვეყნების ან ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე საავადმყოფოში.

"გთხოვთ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს მის სიცოცხლეს." - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


საკვანძო სიტყვები: #ვოლოდიმირ ზელენსკი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები