ბოიჩენკო: „ერთ თვეში მარიუპოლში დაიღუპა დაახლოებით 5 ათასი ადამიანი, რომელთაგან 210 ბავშვი იყო“

ვადიმ ბოიჩენკო: „ერთ თვეში მარიუპოლში დაიღუპა დაახლოებით 5 ათასი ადამიანი, რომელთაგან 210 ბავშვი იყო“

1808597
ბოიჩენკო: „ერთ თვეში მარიუპოლში დაიღუპა დაახლოებით 5 ათასი ადამიანი, რომელთაგან 210 ბავშვი იყო“

მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ, ომის დაწყებიდან დღემდე რეგიონში 5 ათასზე  მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 210 ბავშვი დაიღუპა. მარიუპოლის მერიის განცხადებით, მერმა ბოიჩენკომ ვიდეოკონფერენციის საშუალებით მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის შეხვედრაში, სადაც განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები. მან აქ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მარიუპოლი, რომელიც ბოლო პერიოდში მისი ქვეყნის განვითარების სიმბოლო იყო, ახლა რუსმა ჯარისკაცებმა მთლიანად გაანადგურეს. მისივე თქმით, განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის 90 პროცენტზე მეტი, რომელთაგან 40 პროცენტი აღარ ექვემდებარება არანაირ რეაბილიტაციას.

ბოიჩენკომ თქვა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დატოვონ.

„წინასწარი შეფასებით, ომის დაწყებიდან დღემდე მარიუპოლში დაახლოებით 5 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათგან 210 ბავშვი იყო. რუსმა ტერორისტებმა ბავშვთა საავადმყოფოზე რამდენიმე ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს. მან დაანგრია ქალაქის No1 საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა. დაახლოებით 50 ადამიანი ცოცხლად დაწვეს. ქალაქში თეატრის შენობა, სადაც 900-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს, დაიბომბა. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურებისა“, განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.


საკვანძო სიტყვები: #მარიუპოლი , #ვადიმ ბოიჩენკო

მსგავსი ინფორმაციები