ჯო ბაიდენ-ემანუელ მაკრონს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა

ჯო ბაიდენ-ემანუელ მაკრონს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა

1779554
ჯო ბაიდენ-ემანუელ მაკრონს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის კრიზისის ბოლო ვითარება განიხილეს. თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენმა და მაკრონმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს.

სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა რუს და უკრაინელ პარტნიორებთან ბოლო მოლაპარაკებების შეფასებისას კიდევ ერთხელ გაიმეორეს უკრაინის მიმართ დიპლომატიისკენ მოწოდებები.

ბაიდენმა და მაკრონმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვარზე სამხედროების განლაგების წინააღმდეგ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში არიან. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხი დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს რა, აუცილებელია ნატოს აღმოსავლეთ ფრთის გაძლიერება რა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აუცილებლად უნდა იქნეს მძიმე ეკონომიკური ზომები მიღებული.



მსგავსი ინფორმაციები