პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა შეაფასა

პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა შეაფასა

1764527
პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შესაძლებლობას რეალურად ვერ ხედავს. ერდოღანმა, ალბანეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა შეაფასა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას რეალისტურ მიდგომად არ თვლის, რადგან უკრაინა არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა, პირიქით, იგი ძლიერი ქვეყანაა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ რუსეთმა გადადგას უკრაინაში შეჭრის ნაბიჯი, მან უნდა გადახედოს მთელ მსოფლიოში არსებულ ვითარებას.

ერდოღანის თქმით, ის უკრაინაში მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას აპირებს.  

„ეს რეგიონები ომს ვეღარ გადაიტანს. მსგავსი რამ არც იქნება სწორი. ახლა ჩვენ უნდა წავშალოთ ომი პოლიტიკის ისტორიიდან. მე რომელიღაც ტერიტორიებს ძალის გამოყენებით დავიპყრობ მიდგომა, უნდა წაიშალოს ლოგიკიდან. ეს ყველაფერი არ გამოდგება. აი, მაგალითად, რა გააკეთა რუსეთმა უკრაინაში? ის ყირიმში შევიდა. ყირიმთან დაკავშირებით, მე ყოველთვის ვეუბნები ბატონ პუტინ ყოველ შეხვედრაზე, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ მათი ამ საქციელის. ანუ ჩვენი პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები