ყაზახეთის ახალი პრემიერ-მინისტი ალიხან სმაილოვი გახდა

ყაზახეთის ახალი პრემიერ-მინისტი ალიხან სმაილოვი გახდა

1760538
ყაზახეთის ახალი პრემიერ-მინისტი ალიხან სმაილოვი გახდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ალიხან სმაილოვის კანდიდატურა წარადგინა. ასე, რომ სმაილოვი გახდა ქვეყნის მე-12 მთავრობის მეთაური, რომელსაც პარლამენტში ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. 50 წლის სმაილოვი ადრე ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.

პრემიერ-მინისტრად არჩეულმა ალიხან სმაილოვმა განაცხადა: „მოქალაქეების ყველა კანონიერი მოთხოვნა აღირიცხება და განხორციელდება.“

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის დასაწყისში თხევადი აირის (LNG) ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე პრეზიდენტმა თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა. მოვლენების განვითარების ფონზე პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები