მორიგი თავდასხმა მეჩეთზე

არის მსხვერპლი

1745865
მორიგი თავდასხმა მეჩეთზე

ნიგერიაში, ნიგერის შტატში ერთ-ერთ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 9 ადამიანი დაიღუპა. ნიგერის შტატის პოლიციის კომისარმა ბალა მონდი კურიასმა განაცხადა, რომ მოტოციკლებით  შეიარაღებულმა პირებმა მაშეგუს რაიონის სოფელ ბაარეში ცეცხლი გაუხსნეს მეჩეთში შეკრებილ ადამიანებს ლოცვის დროს. თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 9 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაიჭრა.

რეგიონში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მოტოციკლებით თავდასხმები საგრძნობლად გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #მეჩეთი , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები