თურქეთის ავიახაზები ბელარუსის რეისებზე სამი ქვეყნის მგზავრებს არ მიიღებს

თურქეთის ავიახაზები ბელარუსის რეისებზე სამი ქვეყნის მგზავრებს არ მიიღებს

1733190
თურქეთის ავიახაზები ბელარუსის რეისებზე სამი ქვეყნის მგზავრებს არ მიიღებს

ბელარუსში მიგრანტების კრიზისის გამო, თურქეთის ავიახაზებმა (THY) გადაწყვიტა არ გაყიდოს ბილეთები ერაყის, იემენის და სირიის მოქალაქეებზე.

ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანიის გადაწყვეტილება ძალაში გუშინ, თურქეთის დროით 18:30 საათზე შევიდა.

THY-დან მიღებული ინფორმაციით, ბელარუსის მიმართულებით რეისზე არ მიიღებენ ერაყიდან, იემენიდან და სირიიდან ჩამოსულ მგზავრებს.

ამასთან, შესაბამის გადაწყვეტილება ეხება ერაყის, სირიისა და იემენის იმ მოქალაქეებს, რომელთაც ბელარუსში ბინადრობის უფლება აქვთ, რეისებზე მიიღებენ მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მქონე მგზავრებს.



მსგავსი ინფორმაციები