ნიგერიაში შეიარაღებულ თავდასხმას 23 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ აფრიკის ქვეყან ნიგერიაში კაცინასა და კადუნას პროვინციებში 23 ადამიანი დაიღუპა შეიარაღებული პირების თავდასხმების შედეგად

1695748
ნიგერიაში შეიარაღებულ თავდასხმას 23 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ აფრიკის ქვეყან ნიგერიაში კაცინასა და კადუნას პროვინციებში 23 ადამიანი დაიღუპა შეიარაღებული პირების თავდასხმების შედეგად.

კაცინას პოლიციის განყოფილების უფროსმა გამბო ისამ განაცხადა, რომ მოტოციკლეტებით მისულმა თავდამსხმელებმა თავდასხმა განახორციელეს პროვინციის ბასარის რეგიონში მდებარე სოფელ დუბაში.

მან აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 6 კი დაიჭრა.

კადუნას პროვინციის შიდა უსაფრთხოების და შინაგან საქმეთა კომისარმა სამუელ არუვანმა განაცხადა, რომ პროვინციის ზანგონ კატაფის რეგიონში თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და ბევრი კი დაშავდა.

არუვანმა აღნისნა, რომ პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა მძევლად აიყვანეს 12 ადამიანი, რომლებიც ჯარმა გამოიხსნა.

ქვეყანაში შეიარაღებული პირების მიერ მოტოციკლეტებით თავდასხმების გამო მოტოციკლეტის გამოყენება ზოგიერთ შტატში აკრძალულია.

რეგიონებში დროდადრო შეტაკებები ხდება ფულანებს, რომლებიც  მეცხოველეობით არიან დაკავებულნი და ფერმერ ზოგიერთ ტომს შორის.

გასულ წელს კადუნას შტატში შეიარაღებული პირების თავდასხმების შედეგად 937 ადამიანი დაიღუპა და 1972 ადამიანი გაიტაცეს.

ფულანები, რომლებიც გადავიდნენ ქვეყნის სამხრეთით თავიანთი ცხოველების საძოვრებისთვის, ირწმუნებიან, რომ ფერმერები ცდილობდნენ მათი ცხოველების მოპარვას და მათ თავს ესხმიან.



მსგავსი ინფორმაციები