სერგეი ლავროვ-ენტონი ბლინკენს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა

სერგეი ლავროვ-ენტონი ბლინკენს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა

1642321
სერგეი ლავროვ-ენტონი ბლინკენს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში გაიმართა.

შეხვედრის დაწყების წინ ლავროვმა და ბლინკენმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რა დროსაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთ-აშშ-ს შორის ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ფარგლებში ურთიერთობის გაღრმავებას განიხილავენ. ლავროვმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ბლინკენთან პროდუქტიულ დიალოგს ჩამოაყალიბებს რაც, მოსკოვისა და ვაშინგტონის ინტერესებს შეუწყობს ხელს.

ლავროვმა ისიც დასძინა, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მოსკოვსა და ვაშინგტონის ურთიერთობების მდგომარეობაზე.

რაც შეეხება აშშ-ს სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს პრესკონფერენციის დრსო განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ მოსკოვთან დაამყარონ ურთიერთობა.  ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთის ინტერესები ბევრ სფეროში ემთხვევა რა, მათ შეუძლიათ გაზარდონ თანამშრომლობა ამ საკითხებზე.



მსგავსი ინფორმაციები