ჯო ბაიდენის მოწოდება მიგრანტებს

ჯო ბაიდენის მოწოდება მიგრანტებს

1602686
ჯო ბაიდენის მოწოდება მიგრანტებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მექსიკის საზღვარზე არალეგალური იმიგრანტების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით: „ნათლად შემიძლია შემდეგი გზავნილი მივცე ემიგრანტებს; აქ ნუ ჩამოხვალთ, არ დატოვოთ თქვენი ქალაქი, რაიონი ან საზოგადოება.“

ჯო ბაიდენმა ამის შესახებ, პენსილვანიის შტატში ვიზიტის დროს ტელეკომპანია, ABC News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. ბაიდენმა ინტერვიუს რდოს ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე არალეგალურ მიგრანტთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და მექსიკის საზღვართან მათი მდგომარეობა თანდათან უფრო უარესდება.

მეორეს მხრივ, ჯო ბაიდენმა ABC News-თან ინტერვიუს დროს ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს მიმართ წამოყენებულ სექსუალურ ბრალდებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ თუ სექსუალურ გადაცდომებთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სიმართლეა, იგი აუცილებლად უნდა გადადგეს


საკვანძო სიტყვები: #მოწოდება , #მიგრანტები , #ჯო ბაიდენი

მსგავსი ინფორმაციები