ერდოღანი: „სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ თურქეთის პოზიცია, არასდროს შეცვლილა“

ერდოღანი: „სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ თურქეთის პოზიცია, არასდროს შეცვლილა“

1601474
ერდოღანი: „სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ თურქეთის პოზიცია, არასდროს შეცვლილა“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ თურქეთის პოზიცია, არასდროს შეცვლილა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიაში სამოქალაქო ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გამომცემლობა Bloomberg-ში სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ თურქ ერს მიაჩნია, რომ სირიაში მშვიდობის და სტაბილურობის აღსადგენად, მთელი ერის ჩართულობაა აუცილებელი. ერდოღანი სტატიაში იმასაც აღნიშნავს, რომ სირიაში მშვიდობის და სტაბილურობის დასამყარებლად, დასავლეთმა, თურქეთს სრული მხარდაჭერა უნდა აღუთქვას. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან ადგილობრივი ელემეტებით ჩამოყალიბებული უსაფრთხოების ძალებით შექმნილი უსაფრთხო ზონა, ანკარიის სირიისადმი დამოკიდებულების ნათელი მაგალითია. პრეზიდენტმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად დასავლეთმა, სისხლის მღვრელი სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა YPG-ს მიმართ მხარდაჭერა უნდა შეწყდეს რა, ამიერიკის ახალი მთავრობის (ჯო ბაიდენის) ადმინისტრაციამ საკითხთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მათ უარყვეს ყველა გეგმა, რომელიც არ შეესაბამება სირიელი ხალხის ღირსების ყველაზე მთავარ მოთხოვნებს და აღნიშნა, რომ ასეთი ვარიანტები მხოლოდ გააღრმავებს კრიზისს.



მსგავსი ინფორმაციები