ევროკავშირის მოწოდება ისრაელს

ევროკავშირის მოწოდება ისრაელს

1565971
ევროკავშირის მოწოდება ისრაელს

ევროკავშირმა, ისრაელს მოუწოდა, რომ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაწყებული უკანონო მშენებლობები შეაჩეროს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელის ოფისიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის მხრიდან გივატ ხამატოში 800 სახლის მშენებლობისათვის გამოცხადებული სატენდერო პროცესი საერთაშორის სამართალს ეწინააღმდეგება და დროულად უნდა შეჩერდეს. ამავე ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან დაწყებული ახალი უკანონო მშენებლობა, ისრაელ-პალესტინას შორსი არსებული პრობლემის მოგვარების, ორ სახელმწიფოიან მოდელს ეწინააღმდეგება და ამიტომ, თელ-ავივმა დაუყონებლივ უნდა შეაჩეოს უკანონო მშენებლობა.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები