გერმანია კოვიდ-19 ზომების შერბილებას აპირებს

დახურული სალოცავი ადგილები, შეიძლება მაისის დასაწყისში გაიხსნას

1400517
გერმანია კოვიდ-19 ზომების შერბილებას აპირებს

როგორც განაცხადა გერმანიის ისლამური საბჭოს თავჯდომარემ ბურჰან ქესქინმა, მისმა შეხვედრამ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, რომლებთანაც სალოცავი ადგილების გახსნის საკითხი განიხილეს, ძალიან ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო და მოამზადეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დახურული მეჩეთები და სხვა სალოცავები, შესაძლებელია მაისის დასაწყისში უკვე გაიხსნას. ამ დროს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნა, რომ კანცლერი ანგელა მერკელი, 30 აპრილს პროვინციების ხელმძღვანელებთან დაგეგმილ შეკრებაზე, კოვიდ-19 წინააღმდეგ მიღებული ზომების შემსუბუქების და მის ფარგლებში სალოცავი ადგილების გახსნის საკითხსაც განიხილავს



მსგავსი ინფორმაციები