რუსეთი კვლავ ირანის გვერდზე დგას
“ირანი ერთგულია ბირთვული ხელშეკრულებისადმი“
რუსეთმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ბირთვული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შეჩერება, რაიმე საფრთხეს არ შეადგენს. რუსეთის საგარეო უწყების წერილობითი განცხადების თანახმად, ირანის ბირთვულ პოტენციალს აკონტროლებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. ”თეირანის მიერ ურანის გამდიდრების მოცულობებისა და ბირთვული ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარების შეზღუდვებზე უარის თქმა, არ წარმოადგენს საფრთხეს ბირთვული იარაღის გავრცელებისთვის”, - ხაზგასმულია მოსკოვის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ირანი ჯერ კიდევ ერთგული რჩება ხსენებული ბირთვული ხელშეკრულებისადმი. ”ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს არ შექმნან უფრო მეტი დაძაბულობა და გაურკვევლობა გლობალურად მნიშვნელოვანი ამ შეთანხმების გარშემო,” აღნიშნულია ამავე განცხადებაში. როგორც ცნობილია, ქასიმ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ იგი არ შეასრულებს ბირთვული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაიმე ვალდებულებას
მსგავსი ინფორმაციები
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა