ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის

1331573
ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთში ტერორისტული აქტების აღკვეთაში  ვაშინგტონის  მიერ მიწოდებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამო პრეზიდენტ დონალდ  ტრამპს მადლობა გადაუხადა.  კრემლის პრესსამსახურიდან  გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა რუსეთში ტერაქტის აღკვეთასთან დაკავშირებით,   ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მათდამი მიწოდებული ინფორმაცის  გამო. სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის პრეზიდენტი  ასევე  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში  სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მიწოდებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყალობით ქვეყანაში დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთეს.  მათივე განცხადებით, დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში საახალწლო ღონისძიებების დროს ტერაქტების მოწყობის დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილები.



მსგავსი ინფორმაციები