შეიარაღებული თავდასხმა ჰოლანდიაში

ჰოლანდიის ქალაქ დორდრეხტში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა

1266491
შეიარაღებული თავდასხმა ჰოლანდიაში

ჰოლანდიის ქალაქ დორდრეხტში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა.

როტერდამის პოლიციის მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, დორდრეხტში ჰაიმერშტაინის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.  

განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ნოს-ას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმა ოჯახური ტრაგედიაა, სახლში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს ერთი მამაკაცი და ორი ბავშვი დაიღუპა, მძიმედ დაშავებული ქალი კი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

ინფორმაციის მიხედვით, სახლში სადაც თავდასხმა მოხდა, პოლიციელი ცხოვრობდა, მკვლელობის ადგილზე ბევრი პოლიციელი და სამედიცინო ჯგუფი იქნა გაგზავნილი.



მსგავსი ინფორმაციები