დანიაში  საპარლამენტო არჩევნებში მეტე ფრედრიკსენის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულმა ბლოკმა გაიმარჯვა

დანიაში  საპარლამენტო არჩევნებში მეტე ფრედრიკსენის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულმა ბლოკმა გაიმარჯვა

1214089
დანიაში  საპარლამენტო არჩევნებში მეტე ფრედრიკსენის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულმა ბლოკმა გაიმარჯვა

დანიაში, საპარლამენტო არჩევნებში მეტე ფრედრიკსენის ხელმღვანელობით   ჩამოყალიბებულმა ე.წ. „წითელი ბლოკი“  სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს. საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური მონაცემებით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ   პარლამენტში 179 მანდატიდან 91 მიიღეს. დანიის მოქმედმა პრემიერმინისტრმა ლარს ლეკე რასმუსენმა დამარცხება უკვე აღიარა. მისმა პარტიამ პარლამენტში 75 მანდატის მოპოვება შესძლო. მეორეს მხრივ, მეტე ფრედრიკსენი სავარაუდოდ, დანიის ისტორიაში მეორე ქალი პრემიერმინისტრი გახდება, ხოლო დანია მესამე სკანდინავიური ქვეყანა, სადაც სოციალ-დემოკრატების მთავრობა იქნება. არჩევნების შედეგების მიხედვით,  სოციალ-დემოკრატებმა ამომრჩეველთა ხმების 25,9% მიიღეს, ხოლო მმართველმა ლიბერალურმა პარტიამ 23,4% დააგროვა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ  დანიაში მთავრობა შეიცვლება. ამომრჩეველთა აქტივობა კი 84,5%-ით დაფიქსირდა.



მსგავსი ინფორმაციები