ტრამპმა გოლანის მაღლობების შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა

ტრამპმა ისრაელის ანექსიის ქვეშ მყოფი გოლანის მაღლობების შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა

1168510
ტრამპმა გოლანის მაღლობების შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის ანექსიის ქვეშ მყოფი გოლანის მაღლობების შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა.

ტრამპის თქმით „აშშ-ისთვის დადგა დრო გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი მთლიანად აღიაროს.

ტრამპმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და რეგიონში არსებული ბალანსების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის მითითება გააკეთა.  

ტრამპმა, აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში ეს მნიშვნელოვანი ცვლილება ამ სიტყვებით გამოაცხადა: „52 წლის შემდეგ აშშ-სთვის დადგა დრო გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი მთლიანად აღიაროს.“

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ გოლანის მაღლობებს „ისრაელისა და რეგიონის სტაბილურობისათვის სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.“

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელში 9 აპრილის ვადამდელ არჩევნებამდე პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობა ცდილობს დაარწმუნოს ვაშინგტონი ისრაელის ანექსიის ქვეშ მყოფი გოლანის მაღლობები „ისრაელის ტერიტორიად“ აღიაროს.

საყურადღებოა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 13 მარტს გამოქვეყნებულ 2018 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშის ისრაელის მონაკვეთში, უფრო ადრე „ოკუპაციის ქვეშ მყოფად“ აღიარებული გოლანის მაღლობებისთვის პირველად იქნა გამოყენებული გამოთქმა „ისრაელის კონტროლის ქვეშ მყოფი“.

ისრაელს სირიის კუთვნილი გოლანის მაღლობები 1967 წლიდან აქვს ოკუპირებული.

ამავდროულად ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაკეთებული განცხადებისთვის აშშ-ს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები