ლავროვმა ვაშინგტონის პოლიტიკა გააკრიტიკა

“აშშ-მა, ევროპის უსაფრთხოება მძევლად აიყვანა“

1150732
ლავროვმა ვაშინგტონის პოლიტიკა გააკრიტიკა

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, მოსკოვში მყოფ ევროპის ბიზნეს ქსელის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეფასება მისცა რა აშშ-ს პოლიტიკას და მის ურთიერთობებს ევროკავშირის ქვეყნებთან, თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკამ, ევროპის უსაფრთხოება მძევლად აიყვანა.

მისივე თქმით, ნატოს სამხედრო საქმიანობა ევროპაში გაიზარდა. "ნატო თავის გაფართოების პოლიტიკის განხორციელებით ცდილობს გაიწევრიანოს მაკედონია, უკრაინა და საქართველო". აღნიშნა მან და დაამატა, რომ აშშ-მა, ბირთვული ძალების შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების მიღებით, ფაქტიურად ევროპის უსაფრთხოება მძევლად აიყვანა.

ლავროვმა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობა ევროკავშირთან გაუმჯობესდა.

"ევროკავშირელები დაიღალნენ ეკონომიკური სანქციებისგან, ამიტომაც ისინი მზად არიან რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

“მარტო გასულ წელს 20 პროცენტით გაიზარდა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები და დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს მიაღწია“, განაცხადა რუსმა დიპლომატმა



მსგავსი ინფორმაციები