მაგნიტოგორსკში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მაგნიტოგორსკში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1118195
მაგნიტოგორსკში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთში, ურალის რეგიონის ქალაქ,  მაგნიტოგორსკში მრავალსართულიან შენობაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ჩამონგრეული ბინიდან ამოყვანილი ცხედრების რიცხვი 37-მდე გაიზარდა. მაგნიტოგორსკში 10 სართულიან კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქება 31 დეკემბერს დილის საათებში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის ნანგრევებიდან 37 ადამიანის გვამი გამოიტანეს.  ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები