თავდასხმა ამერიკაში

თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა

1002115
თავდასხმა ამერიკაში

აშშ-ს მერილენდის შტატში, გაზეთ Capital Gazette-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის შედეგად ასევე ორი ადამიანიც დაშავდა. შემთხვევა დედაქალაქ ვაშინგტონთან რამდენიმე ათეული კილომეტრით  ქალაქ,  ანაპოლისში მოხდა. ანაპოლიის პოლიციის განცხადებით თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. თავდასხმის დროს გაზეთის რედაქციაში 170 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუაციაც პერიოდულად განხორციელდა. მათივე განცხადებით თავდამსხმელი 38 წლის,  ჯაროდ რამოსი გახლავთ, რომელიც გაზეთის მიმართ ადრე სოციალური ქსელით მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდა. ჯაროდ რამოსმა რედაქციას 2012 წელს ცილისწამებისთვის უჩივლა, თუმცა უშედეგოდ.    მომხდარს უკვე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი   რა,  დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.



მსგავსი ინფორმაციები