მორიგი მიწისძვრა ინდონეზიაში

მას რაიმე მსხვერპლი ან ზარალი არ მოჰყოლია

992848
მორიგი მიწისძვრა ინდონეზიაში

 

ინდონეზიაში რიხტერის შკალით 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატისა და გეოფიზიკური ინსტიტუტი (UNDP) იტყობინება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი პაპუას პროვინციის სარმის რაიონიდან 63 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთში, 10 კილომეტრის სიღრმეში იმყოფებოდა.

პირველადი ცნობებით, მიწისძვრას რაიმე მსხვერპლი ან ზარალი არ მოჰყოლია.

წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელ ცენტრს ამ მიწისძვრის შემდეგ ცუნამის თაობაზე მოსახლეობა არ გაუფრთხილებია.



მსგავსი ინფორმაციები