ამერიკის განცხადება დუმაში განხორციელებულ თავდასხმის შესახებ

ჰედერ ნაუერტმა წერილობითი განცხადება გაავრცელა

946626
ამერიკის განცხადება დუმაში განხორციელებულ თავდასხმის შესახებ

აშშ, სირიაში აღმოსავლეთ გუტაში მდებარე  დუმას რაიონში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს ეხმიანება და საერთაშირისო საზოგადოებას დროული მოქმედებისკენ მოუწოდებს. აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰედერ ნაუერტმა,  აღმოსავლეთ გუტაში მდებარე დუმას რაიონში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა. „7 აპრილს ხელმეორედ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ახლოდან ვაკვირდებით. თუ ეს საზარელი ქმედება დადასტურდება, საერთაშირისო საზოგადოების დაუყონებლივ მოქმედება აუცილებელი იქნება. ასადის რეჟიმის მხრიდან ხელმეორედ ქიმიური იარაღის გამოუყენებლობისათვის პასუხისმგებელი პირების დაკავება აუცილებელია. რეჟიმის მხრიდან მსგავსი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი რუსეთია, რომელიც ასადს უსასრულო მხარდაჭერას უცხადებს. რუსეთი, მოკავშირე სირიის დაცვის მიზნით,  გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს. ნათქვამია ნაურეტის განცხადებაში. იგი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ აშშ, სირიაში ქიმიური იარაღის გამომყენებლების დასასჯელად შესაბამის სამუშაოებს აგრძელებს.  პრესსპიკერი ბოლოს  თავის განცხადებაში იმასაც აცხადებს, რომ რუსეთმა ასადის რეჟიმის მხარდაჭერა უნდა დაასრულოს.  



მსგავსი ინფორმაციები