სი ძიანპინგი ჩინეთის ლიდერად მეორე ვადით აირჩიეს
იგი ამავე დროს კომუნისტური პარტიის გენ. მდივანიც არის

ჩინეთის პარლამენტის დეპუტატებმა სი ძიანპინგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე კიდევ ერთი ვადით აირჩიეს.
ქვეყნის ლიდერის და მისი მოადგილის არჩევნები დღეს დედაქალაქ პეკინის დიდ სახალხო დარბაზში, ჩინეთის ეროვნული სახალხო ყრილობის მე-13 პერიოდის პირველგენერალურ სესიაზე, ფარული კენჭისყრის გზით ჩატარდა და სი ძინპინგის კანდიდატურას მხარი 2970 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა, ხოლო მისმა მოადგილემ ვანგ ჩიშანმა 2969 დელეგატის ხმა მიიღო და ისინი კიდევ ერთი პერიოდი უხელმძღვანელებენ ჩინეთს.
არჩევნების დასრულების კვალდაკვალ ძიანპინგმა და ვანგმა კონსტიტუციის წიგნზე ხელის დადებით ფიცი წარმოთქვეს და შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას, რაც 2023 წლამდე გასტანს.
ჩინეთის დამაარსებელი მაო ძედუნის შემდეგ ძიანპინგი ქვეყნის ყველაზე ძლიერ ლიდერად ითვლება და იგი ამავე დროს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავჯდომარეც არის