ზიგმარ გაბრიელი პალესტინაში ჩავიდა

ზიგმარ გაბრიელი პალესტინაში ჩავიდა

901452
ზიგმარ გაბრიელი პალესტინაში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი პალესტინაში ჩავიდა სადაც მან  შეხვედრა, პალესტინის სახელმწიფო მეთაურ, მაჰმუდ აბბასთან გამართა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს მაჰმუდ აბბასმა განაცხადა, რომ რეგიონის მშვიდობისათვის ახლო აღმოსავლეთის ოთხეულის (გაეროს, ევროკავშირის, აშშ-ს, რუსეთის) და ზოგიერთი არაბული ქვეყნების როლი ძალზედ დიდია. მისივე თქმით რეგიონის მშვიდობისათვის ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი როლი გერმანიას და საფრანგეთს მიუძღვის. „ჩვენს მიმართ განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, მშვიდობის  კულტურის ერთგულნი ვართ. იერუსალიმის საკითხთან დაკავშრებით, გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო (UNRWA) ჩვენზე ზეწოლას ახორციელებს. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებასაც პირნათლად ვასრულებთ,“ განაცხადა აბბასმა. პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა გერმანიის მხრიდან პალესტინისადმი გაწეული ეკონომიკური მხარდაჭერისათვის  გაბრიელს მადლობა გადაუხადა. ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, სამშვიდობო მოლაპარაკებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო. მან ასევე დასძინა, რომ რეგიონის მშვიდობისათვის ორ-სახელმწიფოიან  მმართველობას მხარს უჭერენ.



მსგავსი ინფორმაციები